სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა იყიდება სკოლის ბუფეტში და სრულდება თუ არა განათლების სამინისტროს რეკომენდაციები
14-02-2019
-
+


ჩიფსები, ე.წ. სუხარიკები, ცომეული, გაზიანი სასმელები - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელითაც მოსწავლეები სკოლის ბუფეტში ყოველდღიურად იკვებებიან.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებში საკვები პროდუქციის ნაწილი აკრძალა და რეკომენდაციებიც გასცა თუ რისი შეტანა იყო მიზანშეწონილი მოსწავლეებისთვის, სკოლების უმეტესობაში ნაკლებად ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს.

კრიტიკული თუ არაკრიტიკული შეუსაბამობები სკოლის ბუფეტებში, ვადაგასული პროდუქტები, ეტიკეტირების წესის დარღვევა - ეს იმ დარღვევათა მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოც გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ათეული სკოლის ბუფეტი დააჯარიმა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, სკოლები ბუფეტისთვის გამოყოფილ ფართს იჯარით გასცემენ, მოსწავლეების კვებაზე ინდმეწარმეები ზრუნავენ, საკვების ვარგისიანობის შემოწმება კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევალება.

თუ ბუფეტის შემოწმებისას, სურსათის ეროვნულ სააგენტო ხარვეზებს აღმოაჩენს, მეიჯარეს ვადას აძლევს გამოსასწორებლად, ვადის გასვლის შემდეგ კი ისევ ამოწმებს ბუფეტს და თუ რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნება, ჯარიმდება.

„თუ სკოლას უნდა, რომ ჰქონდეს ბუფეტი, მაშინ სკოლა წერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელზე განცხადებას და ეუბნება, რომ მას აქვს ფართი, რომელიც შეუძლია იჯარით გასცეს. სკოლის შენობა  არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. შესაბამისად, იჯარით გაცემა ხდება ეკონომიკის სამინისტროსა და სკოლას შორის. ამის გამო სკოლას დამატებითი შემოსავალი აქვს. ის, რომ სკოლაში გარკვეული საკვები აკრძალულია, ეს ბრძანებით არის დადასტურებული. რაც შეეხება საკვები პროდუქტის ვარგიასიანობისა და ხარისხის შემოწმებას, ამის ვალდებულება სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს“, - განაცხადეს უწყებაში.

განათლების სამინისტროს მიერ ბოლოს გამოცემული ბრძანების მიხედვით, მიზანშეწონილია სკოლებში აიკრძალოს საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკლადი, არომატიზირებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბოები და ა.შ.), ასევე მაიონეზით შეზავებული პროდუქცია, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, გაზიანი სასმელები... რეკომენდირებულია სასკოლო კვებაში შედიოდეს ხილის წვენი, კომპოტი კისელი რძით ან იორგურტით დამზადებული სასმელები, ხილი და ბოსტნეული.

etaloni.ge-სთან მშობლები აღნიშნავენ, რომ საჯარო სკოლების ნაწილში სანიტარიასთან დაკავშირებული პრობლემები არის, საკვების ხარისხი არასახარბიელოა და მოწამვლის ფაქტები არც თუ ისე იშვიათია:

„სკოლის ბუფეტში არასდროს არაფერს ვყიდულობთ, არ არის ჯანსაღი და იმიტომ. ვაშლს ან ბანანს ვატანთ მშობლები სახლიდან... რამდენჯერ გამოყენებულ ზეთში წვავენ ვინ იცის“...

„ჩემმა შვილმა ბოლოს ბუფეტში ჰოთ-დოგი ჭამა, რის გამოც ცუდად გახდა და 4 დღეა სახლში ზის, თუმცა, სკოლის დირექციისთვის არაფერი შემიტყობინებია. აზრიც არ აქვს რამის თქმას, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა და დირექტორმა მითხრა, ჯანსაღი კვება თუ გინდა, სახლიდან გამოატანე ბავშვს საჭმელიო“.

„პირველივე კლასიდან ავუკრძალე ჩემს შვილს სკოლის ბუფეტში შესვლა, ისეთი პირობები ვნახე - უვარგისი პიცა, გაურკვეველი ხაჭაპური, ხორციანი ღვეზელები, ჩიფსები, ხრუსტიკები, გაზიანი სასმელები და ათასი საშინელება იყიდება, ნორმალურ საჭმელს ვერ ნახავს ადამიანი. ყოველთვის სახლიდან ვატან საკვებს, ან გზაში ვყიდულობ რამეს, რომ მთელი დღე მშიერი არ იყოს სკოლაში. მირჩევნია, ვიცოდე რას ჭამს და თავად ვუყიდო, ვიდრე სკოლაში იყიდოს ისეთი საჭმელი, რომლის წარმომავლობაც არავინ იცის, რა პირობებში მზადდება და როგორი სანიტარული ნორმებით“.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორების ნაწილი ცდილობს, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს, როგორც სკოლის დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, მათ სკოლაში აკრძალული აქვთ არაჯანსაღი საკვები. 

ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე: „ბუფეტში გამზადებული საკვები შემოდის, ძირითადად ფუნთუშეული და ცომეული. სკოლაში არ შემოგვაქვს გაზიანი სასმელები, ენერგეტიკულები, შოკოლადები. გვყავს ასევე გახანგრძლივებული ჯგუფი და თუ მშობლებს სურვილი აქვთ, რომ ბავშვებმა დავუშვათ, წვნიანი საკვები მიიღონ, ამ შემთხვევაში წვნიანიც შემოგვაქვს“.

ტყიბულის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ქენქაძე: „ვცდილობთ გავითვალისწინოთ სამინისტროს რეკომენდაციები მოსწავლეების ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით, სკოლის ბუფეტში კერძო მეწარმეს შემოაქვს საკვები, ძირითადად მზა პროდუქცია. არ იყიდება გაზიანი სასმელები, შოკოლადები და მსგავსი ტიპის საკვები“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება