სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ არ შეიძლება ხველის მკურნალობა - 6 აკრძალვა ექიმი კომაროვსკისგან
18-01-2019
-
+


ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარ გამონათქვამებში კატეგორიულია, მაგრამ  მშობლებს ყოველთვის საღი აზრისკენ მოუწოდებს - განსაკუთრებით, როდესაც ეს ბავშვის ჯანმრთელობას ეხება.

გთავაზობთ ცნობილი პედიატრის აზრის ხველის მკურნალობასთან დაკავშირებით - უფრო ზუსტად, იმ მეთოდების შესახებ, რომლის გამოყენება ხველის მკურნალობისას არ შეიძლება.


1. გაითვალისწინეთ, რეკლამირებული ხველების წამლების აბსოლუტური უმრავლესობა  - ეს არის ამოსახველებელი საშუალებები და ე.წ. მუკოლიტიკები: პრეპარატები, რომლებიც ფილტვებში წარმოქმნილ ლორწოს ათხიერებს (რაც თეორიულად მის ამოხველებას ამარტივებს).

2. აბსოლუტური უმრავლესობა შემთხვევებისა, როდესაც ცხვირიდან გამონადენი, ხველა და მაღალი ტემპერატურა გაქვთ - ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა: რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი. ამოსახველებელი საშუალებები ლორწოს რაოდენობას ზრდის. რაში გჭირდებათ ფილტვებში ლორწოს რაოდენობის გაზრდა, როდესაც სურდო გაქვთ ან ყელი გტკივათ? იმიტომ რომ ტელევიზიით მოისმინეთ?

3. ამოსახველებელი საშუალებები ხანდახან (საკმაოდ იშვიათად) საჭიროა ქვედა სასუნთქი გზების ზოგიერთი დაავადებების - ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს. ბრონქიტისა და ფილტვების ანთებას კი ექიმები მკურნალობენ და არა ადამიანები, რომელთაც რეკლამას დაუჯერეს. 

4. ამოსახველებელი საშუალებები არ ამცირებენ, არამედ აძლიერებენ ხველას. მაგრამ სითხის დეფიციტისა და შენობაში ჰაერის სიმშრალის დროს ამოსახველებელ საშუალებები არ მოქმედებენ: ხველას აძლიერებენ, მაგრამ შვება არ მოაქვთ. ამავე დროს, თუ თქვენ ბევრ სითხეს სვამთ, ხოლო ოთახში სუფთა, გრილი და ნოტიო ჰაერია, მაშინ ამოსახველებელი საშუალებები საჭირო არ არის: ნახველი ასეთ შემთხვევაში ბლანტი არ ხდება და წამლების გარეშეც მარტივად ამოხველება. 


5. ბავშვებში ხველა გაცილებით სუსტია, ვიდრე მოზრდილებში, ამიტომ ამოსახველებელი საშუალებების მიღების შემდეგ ხშირად გაზრდილი ნახველის ამოხველება არ შეუძლიათ. იგი ქვედა სასუნთქ გზებში გროვდება და ობსტრუქციული ბრონქიტისა და ფილტვების ანთების მიზეზი ხდება. მივცეთ ბავშვს მუკოლიტიკი და დასაძინებლად დავაწვინოთ - გართულებების ორგანიზების ყველაზე მარტივი ხერხია. 

გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ქვეყანაში მუკოლიტიკები 5 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებული არ არის, ხოლო მისი 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის მიცემა საერთოდ კრიმინალია. 

6. გსურთ შეუმსუბუქოთ ხველა?

  • თბილად ჩააცვით
  • ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შენობაში იყოს სუფთა, გრილი (16–20 °С) და ნოტიო ჰაერი
  • მარილიანი ხსნარებით ცხვირი გამოურეცხეთ
  • დაალევინეთ ბევრი თბილი სითხე
  • მოძებნეთ ის ვინც, დიაგნოზს დასვამს
  • გამორთეთ ტელევიზორი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება