სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

რა ასაკიდან არის რეკომენდირებული მარხვის დაცვა მოზარდებში - დიეტოლოგ ლაშა უჩავას რჩევები
04-01-2019
-
+


ქართული საახალწლო სუფრა მუდამ გადატვირთულია ნიგვზიანი თუ ხორციანი კერძებით და სხვადასხვა ტკბილეულით, რომელთა ერთბაშად დიდი რაოდენობით მიღება, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი ხდება.  როგორ „გადავიტანოთ“ ახალი წელი ისე, რომ მრავალფეროვანმა სუფრამ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგვიქმნას და ბედნიერი ახალი წელიც დაგვებედოს? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ენდოკრინოლოგმა-დიეტოლოგმა,ლაშა უჩავამ უპასუხა.

- საახალწლო სუფრა, თავისი გადატვირთული კერძებით, როგორ მოქმედებს ბავშვების, მოზარდების ჯანმრთელობაზე?

- ახალი წელი და მისი სუფრის ტრადიცია საქართველოში მოქმედებს არამარტო ბავშვებისა და მოზარდების, არამედ ზრდასრულების ჯანმრთელობაზეც. ქართული ტრადიციული სუფრა საკმაოდ გადატვირთულია ცხიმიანი, ნიგვზით გამდიდრებული და შემწვარი პროდუქტებით, რაც უარყოფითად მოქმედებს, პირველ რიგში, ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, მით უმეტეს, ბავშვთა ასაკში, ანუ მაშინ, როდესაც გამართულად ვერ მუშაობს ნაღვლის ბუშტი და ინტესტინალურ ტრაქტს უჭირს აღნიშნული პროდუქტების გადამუშავება, რაც, ხშირ შემთხვევაში, აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზეც.

- ძირითადად რა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს ახალი წლის „გადატანის“ შემდეგ?

- როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად ჩივილები იწყება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რასაც მოჰყვება კანზე გამონაყარი და სტრუქტურის ცვლილება, დისკომფორტი მუცლის არეში, ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი, გაბრუება, გულის აჩქარება და გულის ფრიალი, რიგ შემთხვევებში კი, შესაძლებელია იყოს ისეთი მწვავე ტკივილი მუცლის არეში ან ინტოქსიკაცია, რომ საჭირო გახდეს სტაციონარში მოთავსება, რისი შემთხვევებიც ახალი წლის დღეებში სტატისტიკურად ყოველთვის უფრო მაღალია.

- ქართულ საახალწლო სუფრაზე  რომელი კერძი თუ ტკბილეულია, რომელსაც ბავშვები განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ?

- საახალწლო სუფრაზე ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ, უფრო სწორედ, დავაგემოვნოთ ყველაფერი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, თუმცა პატარა ასაკის ბავშვები უნდა მოვარიდოთ განსაკუთრებით ნიგვზიან კერძებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ასევე ალერგიულ რეაქციებსაც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია შევზღუდოთ ტკბილი გაზიანი სასმელებიც.

- შობამდე მარხვაა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. რამდენად ხშირია, როცა ბავშვები მარხულობენ და რა სირთულეს აწყდებიან მარხვის მერე? რას ურჩევდით ბავშვებს, მოზარდებს, რომელი წლიდანაა დასაშვები სრულად მარხვის დაცვა და რა არის გასათვალისწინებელი?

-შობის მარხვა ნამდვილად საკმაოდ დიდხანს გრძელდება, რაც ერთგვარი განტვირთვაა ჩვენ ორგანიზმისთვისაც. მარხვის პერიოდში ჩვენ ვზრუნავთ როგორც ჩვენ სულიერებაზე, ასევე ფიზიკურ სიჯანსაღეზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შობა დღეს არ გადავტვირთოთ ჩვენი ორგანიზმი მძიმე საკვებით. მარხვის შემდგომ რეკომენდებულია ნელ-ნელა ჩავრთოთ სხვადასხვა პროდუქტები იმისათვის, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა. პირველ ეტაპზე უნდა მივიღოთ რძის პროდუქტები და შემდგომ დავამატოთ ხორცის პროდუქტები. რაც შეეხება ასაკს, სრული მარხვის შენახვა რეკომენდებულია ზრდის დამთავრების, ანუ გარდატეხის პერიოდის შემდგომ. ეს გახლავთ 17-18 წელი. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მარხვის დაცვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა და უარყოფა, ეს არის ქცევის წესები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. სწორედ ნაყროვანება-მაძღრობა არის რელიგიური კუთხით  ცოდვა. ასე რომ, რელიგიაც გვასწავლის, რომ ზომერება ყოველთვის და ყველაფერში მნიშვნელოვანია.

- ახალ წელთან დაკავშირებული რამდენიმე კურიოზული შემთხვევა რომ გაიხსენოთ...

- საკმაოდ ბევრი შემთხვევაა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მაშინ ვხალისობ, როდესაც ახალ წელს პაციენტები მიგზავნიან სუფრის ფოტოებს და მწერენ, მედგრად ვდგავარ ლაშა ექიმო და ნახეთ, რა სუფრაზე ვამბობ უარსო, ხოლო ზოგი მწერს, აბა, გადახედეთ სუფრას, როგორ ვთქვა უარი და იქნებ თქვენ დამეხმაროთ არჩევანში რა მივირთვაო. რა თქმა უნდა, ვცდილობ სადღესასწაულო განწყობა არ გავუფუჭო ამ დროს პაციენტს და საკმაოდ ლმობიერი ვარ, თუმცა ვაფრთხილებ, რომ ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება