სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''გარდაბნის ეტალონის'' წლევანდელ ტურში წინა წლებთან შედარებით სამჯერ მეტი მონაწილე იყო
10-02-2017
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''გარდაბნის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გარდაბნის N1 სკოლაში ჩატარდა.    

გარდაბნის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ქვემო ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ჯაბა ლობჟანიძე, განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ავთანდილ ჯანხოთელი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი ნინო ნარიმანიძე, გარდანის N3 სკოლის დირექტორი აიათ მეჰრაბოვი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''გარდაბნის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს სართიჭალის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამარ პაქსაშვილი დაეუფლა.

''გარდაბნის ეტალონი მოსწავლის'' თამარ პაქსაშვილის თქით, ''ეტალონში'' მონაწილებაც კი უკვე გამარჯვებას ნიშნავს:

''არ მქონდა იმის ამბიცია, რომ  82 მონაწილეში ის ერთადერთი ადგილი მე მერგებოდა. ჩემს ცხოვრებაში ეს ერთერთი ძალიან დიდი გამარჯვებაა. ვიმედოვნებ, რომ ეს გამარჯვება იქნება საწყისი, საიდანაც გაგრძელდება ჩემი წარმატებები.  სწორედ ამ პროექტმა დამიბრუნა საკუთარი თავის რწმენა - რომ უფრო დიდ წარმატებებს შემიძლია მივაღწიო. ''ეტალონში'' მონაწილეობა უკვე გამარჯვებას ნიშანავს. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ და საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ.''

ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ ლევან ჟვანიამ აღნიშნა, რომ წლევანდელ ''ეტალონში'' შარშანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი მოსწავლე მონაწილეობდა:

''წლევანდელ ''ეტალონში'' ძალიან მაღალი აქტივობა იყო. შარშანდელთან შედარებით სამჯერ უფრო მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გარდაბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ მუნიციპალიტეტში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ცხოვრობენ, რადგან ძალიან მაღალი კონკურენცია იყო. ყველა ერთად ზეიმობდა გუშინდელ დღეს. ამ პროექტის მეშვეობით ნიჭიერ ახალგაზრდებს თავიანთი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობება მიეცათ.''

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ახალგაზრდული განყოფილების უფროსის, ჯაბა ლობჟანიძის თქმით, ''ეტალონი'' მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ:

''ძალიან კარგად ჩაიარა ღონისძიებამ, კმაყოფილები ვართ, შედეგიანი დღე იყო.  ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტ-შეჯიბრია. უკვე მეორე წელია, რაც ამ პროექტთან ვთანამშრომლობთ. წელს მონაწილეების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტი, თითქმის გასაამმაგებული იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალგაზრდებს  ეს პროექტი ძალიან მოსწონთ.  იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება.''

განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ავთანდილ ჯანხოთელი მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს:

''მეორე წელია, რაც ''ეტალონთან'' ვთანამშრომლობთ. შარშაშანდელთან შედარებით მონაწილეთა რაოდენობა სამჯერ იყო გაზრდილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროექტმა ძალიან დიდი დაინტერსება გამოიწვია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეაშელაშვილს, ადგილობრივი რესურსენტრის წარმომადგენლებს,  ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ.''

განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ნარიმანიძემ აღნიშნა, რომ ბევრ ბავშვს ჰქონდა კარგი შედეგი:

''ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. ბევრ ბავშვს ჰქონდა კარგი შედეგი. გარდაბანი მრავალეროვანი მუნიციპალიტეტია და ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა, რომ სამეულში გავიდა აზერბაიჯანელი ბავშვი, რომელსაც გამარჯვებულზე 2 ქულით ნაკლები ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მაღალი შედეგები იქნება.''

რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძის თქმით, ''ეტალონის'' მიმართ მოსწავლეებში ძალიან მაღალი ინტერესია:

''მოსწავლეები ძალიან მოტივირებული იყვნენ. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი იყო.  ''ეტალონის'' მიმართ მოსწავლეებში ძალიან მაღლი ინტერესია, ძალიან მოსწონთ. სწორედ ამიტომ, შარშანდელთან შედარებით წელს თითქმის სამჯერ უფრო მეტი მონაწილე იყო.''

''გარდაბნის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი თამარ პაქსაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება