სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლის რჩეულია - ლადო აფხაზავა ინოვაციებს გულშემატკივრობს
20-12-2018
-
+


მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელებული პედაგოგის, ლადო აფხა­ზა­ვას წარმატების გზა ლან­ჩხუ­თის რაიონში მდებარე სოფელ ჩიბეთის საჯარო სკოლას უკავშირდება. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული და ახლა უკვე გლობალური ჯილდოს ფინალისტი სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. 

აფხა­ზა­ვა პროგ­რა­მის - „​მო­მავ­ლისთა­ო­ბა“ ერთ-ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია, რომელიც სკო­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქოგა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას უწყობს ხელს.

„სიტყვები არ მყოფნის ემოციის გამოსახატავად. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. საოცარი მომენტი იყო, როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს. ვფიქრობ, რომ ჩემი გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა. 2017 წლის საუკეთესო მასწავლებელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, მე აუცილებლად ვეტყვი მსოფლიოს ქართველი მასწავლებლის სათქმელს და ძალიან მიხარია, ამის შესაძლებლობა რეალურად რომ მომეცა“.  

17-წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებელი ამბობს, რომ ის მოსწავლეებს სამომავლო გამოწვევებისთვის ამზადებს.

„მინდა, რომ ის ბავშვები, ვისაც მე ვასწავლი, მომავლისთვის მოვამზადო, რადგან მათ წინ გამოწვევები ელოდებათ. ვცდილობ მათი შინაგანი მოტივაციის ამაღლებას, საკუთარი თავის რწმენის გამყარებას და ვასწავლი პრობლემებთან გამკლავებას.“

მასალის სრულად სანახავად იხილეთ ბმული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვინ რამდენ წელს ისწავლის უმაღლესში - უნივერსიტეტებს უფლებამოსილება განესაზღვრა

მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია - NAEC ინფორმაციას მოსწავლეებისთვის ავრცელებს

კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება