| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების შეფასების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, მასწავლებელს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასების გასაჩივრება შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში შეუძლია. ამისთვის მასწავლებელმა ცენტრში უნდა წარადგინოს შევსებული სააპელაციო განაცხადის ფორმა, რომელსაც საპრეტენზიო კომისია განიხილავს.
აპელაციის საფასური 50 ლარს შეადგენს,რაც მასწავლებელმა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს.
განსაზღვრული საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება დადებითი შეფასებით შეიცვლება.
ამასთან, მასწავლებელი უფლებამოსილია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლოში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
როგორც მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრში etaloni.ge-ს განუცხადეს, როდის გამოცხადდება გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის ახალი ეტაპი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
გთავაზობთ მასწავლებლის გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი