| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9 პროგრამა, გაიცა 191 სტიპენდია, ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 000 ლარით დაფინანსდა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ცენტრის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა.
„მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია - დაფინანსებულია 650-მდე სტუდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ. მნიშვნელოვანია პროგრამების მრავალფეროვნებაც, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას. ყოველწლიურად, კიდევ უფრო გაიზრდება ახალგაზრდების დაფინანსება, რადგან თქვენ ის მომავალი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს. თქვენ ყველაზე კარგად იცით განათლების ფასი და სწორედ თქვენ უნდა გახდეთ თანამონაწილე იმ ძირეული რეფორმისა, რასაც ასე საჭიროებს განათლების სისტემა" - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას.
ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულთა პანელის ფორმატში ცენტრის ათამდე ბენეფიციარმა საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება, ხედვა და სამომავლო გეგმები გაუზიარა.
დაარსების დღიდან ცენტრმა 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
2019 წელს ცენტრი დამატებით ორ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს. პროგრამები „იტალიის რექტორთა საბჭოსა“ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ან ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდება. საპილოტე პროგრამების ხარჯზე ცენტრს 20-მდე სტიპენდიატი დაემატება. ასევე საქართველოში არსებულ ბიზნესთან თანამშრომლობით იგეგმება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში ახალი სასტიპენდიო სქემის გამოცხადება, სადაც 5-10 სტიპენდია სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად და პროფესიული გადამზადებისთვის გაიცემა.საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
სკოლის ფორმებისთვის 46 მილიონ ლარამდეა საჭირო - სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...