სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიონის საჯარო სკოლამ 60 წლის იუბილე იზეიმა
17-12-2018
-
+


თიანთის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლის 60 წლის იუბილეს პედაგოგიურმა  კოლექტივმა საზეიმო ღონისძიება მიუძღვნა. 

ამ დღის აღსანიშნავად სკოლის დირექტორმა, მზია ბიჩინაშვილმა სპეციალურად მოიწვია ის პირველკლასელები, რომლებმაც 60 წლის წინ პირველად შეაღეს ახალი სკოლის კარი, ასევე, სხვადასხვა წლებში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მერის მოადგილე მარინა ხარხელაური, თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური და პოეტი ტარიელ ხარხელაური.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიგელით დააჯილდოვა სიონის საჯარო სკოლა და მადლობა გადაუხადა პედაგოგიურ კოლექტივს წლების მანძილზე გაწეული ღვაწლისათვის. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის საიუბილეო თარიღი მიულოცა და განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება