სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
06-12-2018
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში 22 მასწავლებლიდან ცხრა მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაწყებითი კლასების მასწავლებლები იზოლდა ბოჭორიშვილი და მურმანი დუმბაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია სურმანიძე, ბიოლოგიის მასწავლებელი ეკა  სურმანიძე რამდენიმე წელია უფროსი მასწავლებლის სტატუსს ატარებენ. მათ რიგებს მიმდინარე სასწავლო წელს კიდევ ხუთი მასწავლებელი შეემატა. 

სტატუსი ქიმიის მასწავლებელმა მარო ბერიძემ, ისტორიის მასწავლებელმა ზვიადი ბერიძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მანანა კუპრაშვილმა, ფიზიკის მასწავლებელმა მზექალა ხაჩიძემ და გეოგრაფიის მასწავლებელმა ნოდარ ბერიძემ აიმაღლეს. 

სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა მასწავლებლებს სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა და მათ წარმატება უსურვა.

„უფროსი მასწავლებელები აქტიურად თანამშრომლობენ კოლეგებთან და ხელს უწყობენ მათ მოტივაციას წინსვლისათვის. სკოლა ყველა მასწავლებელს უსურვებს წარმატებებს და წინსვლას პედაგოგიურ საქმიანობაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება