სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა ასაკიდან და რა სახის სპორტული აქტივობებით შეიძლება დავტვირთოთ მოზარდი? - სპეციალისტების რჩევები მშობლებს
03-12-2018
-
+


მშობლები, მოზარდის ფიზიკურად დატვირთვის მიზნით, ხშირად ატარებენ მას სხვადასხვა სახის სპორტულ წრეზე. თუმცა, ჩნდება კითხვა კონკრეტულად რა ასაკიდან და რა სახით შეიძლება დაიტვირთოს ბავშვი ფიზიკურად? სპეციალისტები, სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, მნიშვნელოვან რჩევებს გვაძლევენ.

2014 წელს ეროვნული ფიზიკური აქტივობის გეგმის ალიანსმა (National Physical ActivityPlan Alliance) და ამერიკის სპორტის მედიცინის კოლეჯმა (American College of Sports Medicine) შეადგინეს აშშ-ის პირველი ანგარიში ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური აქტივობის შესახებ (The first U.S. report card on physical activity for children and youth),  სადაც შეფასებულია ქვეყნის საერთო ფიზიკური აქტივობა, სკოლაში მოსწავლეების ფიზიკური აქტივობა და ახალგაზრდების სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით სიარულის პროცენტული მაჩვენებელი. ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ 6 - დან 15- წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი უთმობს დღეში 60 წუთს ფიზიკურ ვარჯიშს. ბავშვები უმეტეს დროს ტელევიზორებთან, პლანშეტურ კომპიუტერებთან და ტელეფონებთან ატარებენ. არ დადიან ფეხით და ველოსიპედით, არ იტვირთებიან ფიზიკურად, რაც იწვევს ნაადრევ დაავადებებსა და წონაში მატებას. ამიტომ, ფიზიკური ვარჯიში (და ამასთანავე ჯანსაღი კვება) ბავშვებისა და მოზარდი თაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სპორტული მედიცინის სპეციალისტების აზრით, მოზარდის ყოველდღიური ფიზიკური მოძრაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებაში. სკოლამდელი ასაკის მქონე 8 ბავშვიდან 1 ბავშვს აქვს ზედმეტი წონის პრობლემა, რაც საშიშროებას უქმნის მის ჯანმრთელობას. ამერიკის პედიატრიის აკადემიის (American Academy of Pediatrics) მიერ დადგენილი რეკომენდაციების მიხედვით, სკოლამდელი ასაკის მქონე ბავშვმა დღეში მაქსიმუმ მხოლოდ 2 საათი უნდა გაატაროს ტელევიზორსა და კომპიუტერთან, თუმცა ბავშვების მხოლოდ ერთი მესამედი ასრულებს ამ რეკომენდაციას.

სპორტული მედიცინის სპეციალისტების აზრით, 2,5 წლიდან შესაძლებელია ბავშვს სპორტის ნებისმიერი სახეობა შეასწავლოთ, ცურვის შესწავლა კი წლამდეც შეიძლება. სპეციალისტები გვირჩევენ, ფეხბურთსა და რაგბიზე ბავშვი 10-12 წლამდე არ მივიყვანოთ, ჩოგბურთისგან კი  7-10 წლამდე შეიკავოთ თავი. ბავშვის ორგანოები და სისტემები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ამიტომ კვების რეჟიმს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

სპეციალისტების აზრით, ვარჯიში აუცილებელია ბავშვისათვის, რადგან ის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ახდენს გავლენას: 

  • აძლიერებს სისხლძარღვებს და კუნთებს;
  • ზრდის ფიზიკურ ამტანობას; 
  • აუმჯობესებს სხეულის დაჭერის მანერას;
  • ხსნის კუნთების დაძაბულობას;
  • აუმჯობესებს სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას;
  • აუმჯობებს სხეულის დაჭერის მანერას და ამცირებს სქოლიოზის განვითარების რისკს;
  • ამაღლებს განწყობას;
  • ხდის სტრესის მიმართ ამტანს;

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მაგალითს ბავშვები სწორედ მშობლებისგან იღებენ. თქვენ შეგიძლიათ გაამხნევოთ ბავშვი იყოს აქტიური, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მჯდომიარე ცხოვრების წესი, ისიც მოგბაძავთ. არსებობს უთვალავი ხერხი, რომ მშობლები დაკავდნენ ბავშვებთან ერთად: სასეირნოდ სიარული, დაჭერობანას თამაში, ველოსიპედით სეირნობა. ბავშვის აქტიურობის N1 გადამწყვეტი არის მშობლის აქტიურობა.

მეცნიერების აზრით ბავშვებს, რომლებსაც ნაკლებად აქტიური ცხოვრების რეჟიმი აქვთ, ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებით დაავადების შანსი ძალიან მაღალი აქვთ. ვარჯიშით რეგულარულად დაკავებულ ბავშვებს უფრო სწრაფად უვითარდებათ ძვლოვანი აპარატი, მეტყველება და აზროვნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება - ვის ეხება გადამზადება

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება