სიახლეები
ეტალონი

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა ''ეტალონში'' ერთერთი ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს
31-01-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''გორის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა.      

გორის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლიანა კოვზიაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი, გორის გამგებელი დავით ონიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსი ლელა მაისურაძე, რესურსცენტრის უფროსი თამარ გოგლიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

,,გორის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ზერტის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლალი მაზანაშვილი დაეუფლა.

ლალი მაზანაშვილისთვის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა:

,,ძალიან გამიხარდა გამარჯვება, არ ველოდი. მოსწავლეებს ვურჩევ, რომ მსგავს საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა."

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,ეტალონი მოსწავლის’’ტიტულის მფლობელს საჩუქრად 500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს 400, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 300 ლარი გადასცა. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლიანა კოვზიაშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ  გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა ძალიან მაღალი ქულები მიიღეს:

,,ეტალონში“ ძალიან ბევრი მოსწავლე ჩაერთო. ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებმა ძალიან კარგი შედეგებით დაასრულეს შეჯიბრი. ბატონმა გოჩამ აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი ქულები ,,ეტალონის“ ისტორიაში არ ყოფილა. ამ სიტყვების შემდეგ კიდევ უფრო ამაყები გავხდით. ,,ეტალონი“ საკმაოდ წარმატებული პროექტია. მასში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ უკეთ ისწავლონ, მეტი გაიგონ, იბრძოლონ პირველობისთვის.“

გორის გამგებლის დავით ონიაშვილის თქმით, ,,ეტალონი’’ ახალგაზრდა თაობის განვითარებას უწყობს ხელს:

,,საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან. ჩვენმა ბავშვებმა კარგი მაჩვენებლები აჩვენეს. ,,ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი სტიმულია. პროექტი ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენც ვცდილობთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ და ვითანამშრომლოთ ,,ეტალონთან“. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობთ რომ, კარგ საქმეს ვაკეთებთ. მივესალმებით ასეთ თანამშრომლობას და ვგეგმავთ ურთიერთობის გაგრძელებას.“

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ხაზს უსვამს ,,ეტალონის“ მნიშვნელობას:

,,ძალიან განსაკუთრებული იყო გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან წარმოდგენილ ბავშვთა მონაწილეობა. როგორც ბატონმა გოჩამ აღნიშნა, ასეთი მაღალი ქულები არცერთ სხვა რაიონში არ დაფიქსირებულა. ,,ეტალონი“ ფრიად მნიშვნელოვანი პროექტია, სტიმულია მოსწავლეებისთვის. ,,ეტალონის“ პრიზები ძალიან წამახალისებელია ბავშვებისთვის.“

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსის ლელა მაისურაძის თქმით, შარშანდელთან შედარებით ,,ეტალონის“ მონაწილეების რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა:

,,პროექტი ,,ეტალონი“ გორში ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს. შარშანდელთან შედარებით წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა. შარშან თუ 32 ბავშვი იყო, წელს 80 მოსწავლე მონაწილეობდა. პედაგოგები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ,,ეტალონში’’. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ ძალიან წარმატებულ პროექტს. მივესალემებით ,,ეტალონს’’, რომელიც ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას უწყობს ხელს.’’  

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანლის ნათია მდინარიძის თქმით, გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს ,,ეტალონთან“:

,,ძალიან საინტერესო პროექტია, გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს ,,ეტალონთან“ და მხარს უჭერს ყველა იმ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სასიკეთოდ ხორციელდება. ძალიან სასიხარულოა, რომ მაღალი ქულები აიღეს ჩვენმა ბავშვებმა და  მინდა რომ ყველას წარმატება ვუსურვო.“

,,ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ,,ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.    


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება