სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ახალი 2019 წელი ფენ-შუის მიხედვით: როგორ მოვიზიდოთ სახლში ფული და იღბალი
30-12-2018
-
+


ბევრი ადამიანისთვის ახალი წელი - სიმბოლური დღესასწაულია, რადგან ეს ის დროა, როდესაც შესაძლებელია ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება, ძველი წყენის დავიწყება და ახალი მიზნებისა და ამოცანების დასახვა. 

etaloni.ge გთავაზობთ, როგორ შევხვდეთ 2019 წელს ფენ-შუის წესებით, რომ ახალმა წელმა  იღბალი და ბარაქა მოგვიტანოს.

უძველესი ჩინური სწავლების სპეციალისტები გვპირდებიან, რომ ღორის წელი ჩინური ჰოროსკოპის ყველა წარმომადგენლისთვის წარმატებული იქნება. 

განსაკუთრებით კი გაუმართლებთ ადამიანებს, რომლებიც ფერმერობას ან მიწათმოქმედებას მისდევენ. 

ფენ-შუის სპეციალისტები ღორის წელში გვირჩევენ დიდი დრო დავუთმოთ ოჯახს და ახლობლებს, განვითარდეთ და მეტი ვიმოგზაუროთ.


პირველ რიგში, ახალი წლის სამზადისის დროს აუცილებელია სახლი გავათავისუფლოთ უსარგებლო ნივთებისგან, რადგან მოწესრიგებული სახლი გამოათავისუფლებს ადგილს ბედნიერების ენერგიის ცირკულაციისთვის. 

ნაძვის ხე აუცილებელი საახალწლო ატრიბუტია, მის მოსართავად კი კარგია თუ გამოვიყენებთ, ბურთს ჩინური იეროგლიფით, წითელ ჩინურ ფანარს ან გახვრეტილ მონეტას.

ღორის წელი 12-წლიან ციკლს  ასრულებს, ამიტომ იგი მთელ ნეგატივს და სირთულეებს წაიღებს, მოიტანს კეთილდღეობას და ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, მაგრამ ეს არ ეხება ახალ წამოწყებებს, ამ შემთხვევებში სჯობს მოვიცადოთ.

2019 წელი ძალიან კარგია ოჯახის შესაქმნელად და ბავშვების გასაჩენად.

რაც შეეხება საახალწლო მაგიდას, უნდა იყოს გულუხვი და მდიდრული, გამოაცხეთ ორცხობილები წინასწარმეტყველებით, ეს დღესასწაულს განსაკუთრებით ჯადოსნურს გახდის.

აუცილებლად იყიდეთ ღორის ფორმის პატარა თილისმა, ეს შესაძლოა იყოს ბრელოკი ან გულსაკიდი, მას შეუძლია მოიზიდოს იღბალი და შემოსავლის გაზრდას შეუწყოს ხელი.


სახლი სადღესასწაულოდ ლამაზად უნდა მორთოთ: დეკორატიული ფიფქები, გვირგვინი, ოქროსფერი ბურთები და სანთლები. ასევე აუცილებლად იყიდეთ ღორის ფორმის ყულაბა ან ლამაზი ქანდაკება და გამოსაჩენ ადგილას დადგით, მაშინ ეს წელიწადი თქვენთვის ბედნიერი იქნება. 

ახალი წლის ღამემდე აუცილებელია ყველა დაწყებული საქმის დასრულება, დააბრუნეთ ვალები, არ ისესხოთ ფული.

ჩაატარეთ გენერალური დასუფთავება, გადაყარეთ, ყველა ძველი ან გამოუყენებელი ნივთი, ავეჯი და ტექნიკა. გაათავისუფლეთ სივრცე ახალი დადებითი ენერგიისთვის.

საზეიმო სუფრის გაწყობისას, თითოეული თეფშის ქვეშ ოქროსფერი მონეტა დადეთ.

თუ სურვილს იფიქრებთ, მაშინ მარცხენა ხელში ოქროსფერი მონეტა დაიჭირეთ, შემდეგ შამპანურის ბოკალში ჩააგდეთ და ბოლომდე დალიეთ.

ეს მონეტა უნდა იქცეს თქვენს თილისმად მთელი მომავალი წელი: ატარეთ იგი საფულით, ჩანთით ან ჯიბით.

ახალი წლის სუფრაზე უნდა იყოს 12 სხვადასხვა კერძი, როგორც მომავალი თორმეტი თვის სიმბოლო. მაგიდაზე ჭურჭელი უნდა იყოს ლამაზი, სასურველია ახალი. აღნიშვნის შემდეგ არ შეიძლება მაგიდა ცარიელი დავტოვოთ: დატოვეთ მასზე კანფეტები ან ხილი.


პირველ იანვარს არ შეიძლება სახლიდან ნაგვის გატანა, ჭურჭელი კი დღესასწაულის შემდეგ არ დარეცხოთ შუადღემდე.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება