სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

„შეპირდით შვილს მხოლოდ ის, რის შესრულებასაც აუცილებლად შეძლებთ“ - რჩევები მშობლებს
26-11-2018
-
+


მშობლებისთვის შვილების აღზრდის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვება. ბავშვებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მისი განცდები და ყოველდღიური ცხოვრება მშობლისთვის საინტერესოა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მშობლებს ურჩევს იყონ ფხიზლად ძალადობის მიმართ და გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • მოიპოვეთ შვილის ნდობა
  • თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი განცდები და ყოველდღიური ცხოვრება მშობლისთვის საინტერესოა
  • არ დაელაპარაკოთ მუქარისა და ბრძანების ტონით
  • აგრძნობინეთ შვილს, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია
  • დაფიქრდით, თქვენ ხომ არ ხართ მიზეზი, დასჯის ან საყვედურის შიშით სიმართლეს რომ გიმალავთ
  • დაუთმეთ დრო თქვენს შვილებს, ესაუბრეთ ყოველდღიურად, ესაუბრეთ ღიად მის ემოციებზე
  • ჩართეთ საერთო საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში
  • მოუსმინეთ თქვენს შვილს ყურადღებით, ის რაც თქვენთვის უმნიშვნელოა, შესაძლოა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს
  • აუხსენით, რომ დახმარების თხოვნა ხშირად ყველაზე მართებული გზაა პრობლემის გადასაჭრელად
  • ასწავლეთ, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც პრობლემის მოსაგვარებლად უფროსის ჩარევა აუცილებელია
  • მიეცით მას არჩევანის გაკეთების საშუალება
  • დაარწმუნეთ, რომ დახმარების თხოვნა სწორი და თამამი ნაბიჯია და არა სისუსტე
  • შეპირდით შვილს მხოლოდ ის, რის შესრულებასაც აუცილებლად შეძლებთ
  • არ გააკრიტიკოთ სხვების თანდასწრებით
  • დაინტერესდით, ვისთან და როგორ ატარებს თავისუფალ დროს
  • შვილის ინტერესის გათვალისწინებით, წაახალისეთ მისი სოციალურ პროექტებში, სპორტულ და სახელოვნებო ღონისძიებებში მონაწილეობა
  • აღიარეთ და წაახალისეთ მისი ძალისხმევა და პოზიტიური ქცევა
  • ნუ მოუყვანთ ძალადობის შემცველ მაგალითებს, როგორც სიძლიერის დამადასტურებელ ფაქტებს
  • ითანამშრომლეთ სკოლასთან
  • ქცევის თვალსაჩინო ცვლილების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს
  • თუ შეამჩნევთ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, არ დატოვოთ უყურადღებოდ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება