სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა შეიძლება გააკეთონ ბავშვებმა შაბათ-კვირას, სკოლისგან თავისუფალ დროს?
24-11-2018
-
+


რა შეიძლება გააკეთონ ბავშვებმა შაბათ-კვირას, სკოლისგან თავისუფალ დროს? ამის შესახებ სპეციალისტები სხვადასხვა რეკომენდაციას გასცემენ:

საუბარი მშობლებთან 

დასვენების დღეებში საშინაო დავალებების მომზადების ნაცვლად სასურველია ოჯახური იდილიის შექმნა და ბავშვებთან საუბარი, რომელიც მათ ეხმარებათ ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებასა და უფროსებთან დაახლოებაში.

ძილი

ბავშვები ასაკიდან გამომდინარე დასვენებას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ვერ აცნობიერებენ რა მნიშვნელობა აქვს ძილს, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებასა და ჯანმრთელობას სჭირდება. დასვენების დღეებში მათ მეტი უნდა იძინონ. 

კითხვა


არა სასკოლო დავალებების, არამედ - კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ერთ-ერთ საუკეთესო ჩვევად შეიძლება ჩამოყალიბდეს, რისი დროც სწორედ დასვენების დღეებშია. ამას კი მშობლებმა უნდა შეუწყონ ხელი. 

ფაზლების აწყობა


თამაშები მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის. მითუმეტეს, თუ ის გადაწყვეტილებების მიღებასა და გონებრივ ჩართულობას მოიცავს. გართობა გონების გავარჯიშებასთან ერთად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

თამაში სხვა ბავშვებთან ერთად 


სოციალური ურთიერთობები მნიშვნელოვანია. დასვენების დღეები მეგობრებთან ერთად ბავშვებსაც სჭირდებათ. 

სადილის ერთად მომზადება

ბავშვები, რომლებიც აკვირდებიან თუ როგორ ამზადებენ მშობლები კერძებს, სპეციალისტების მტკიცებით, ჯანსაღი კვებისკენ უფრო მიდრეკილნი არიან. 

შინაური ცხოველების გასეირნება 


ბავშვები, რომლებიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობაში არიან ჩართულნი, მეტად ჰუმანურები და ჯანსაღები იზრდებიან. 

დროის გატარება ბებია-ბაბუასთან 

სპეციალისტების განცხადებით, ბავშვები ბებია - ბაბუისგან დამატებით ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ხედვას იძენენ. 

შესაბამისად, შაბათი-კვირა - ეს არ არის სასკოლო დავალებების შესრულების დრო, მაგრამ არც - უქმად გასატარებელი პერიოდი. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება