სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტექნოპარკსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
22-11-2018
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლეილა მჭედლიძემ  (მე-5 კლასის დამრიგებელი) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ხათუნა ასანიძემ მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად თბილისის ტექნოპარკში და ეთოგრაფიულ მუზეუმი ექსკურსია მოაწყვეს.

აღნიშნული აქტივობის მიზანი მე-5 კლასში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სიღრმისეული შესწავლა, მოსწავლეებში ციფრული ტექნოლოგიების კულტურის დამკვიდრება და  21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება გახლდათ. 

სწორედ ამისთვის ტექნოპარკში უნიკალური სივრცეა, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს დახმარებას უწევს, რათა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და ამ კუთხით ცოდნა გაიღრმავონ.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა ისეთი კომპიუტერებით აღჭურვილი ლაბორატორია ნახეს, რომელიც ინოვატორებს შესაძლებლობას აძლევს, ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი პროტოტიპები დაამზადონ.

ასევე მათ წარმატებულმა პედაგოგებმა საერთაშორისო სტანდარტების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში უმასპინძლეს, სადაც მოსწავლეები ორ ჯგუფად გაიყვნენ. მოწაფეებს სახალისო ელექტროობისა და რობოტების პროგრამირებასთან დაკავშირებით ვორქშოფებიც ჩაუტარდათ. 

მოსწავლეებმა კონკრეტული ნივთები თავადაც შექმნეს, ეს ყველაფერი კი მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლებისთვის ასევე შთამბეჭდავი იყო ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობა.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება