სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა უნდა იცოდეს მშობელმა ჩაის შესახებ და როდის უნდა შევზღუდოთ მისი რაოდენობა ბავშვებსა და მოზარდებში?
13-11-2018
-
+


ჩაი, წყლის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს სასმელებს შორის. იგი თანაბრად უყვარს ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანს. რიგ სასარგებლო თვისებებთან ერთად, არსებობს ის უარყოფითი შედეგებიც, რომლებიც შეიძლება ჩაის არასწორმა მიღებამ მოგვიტანოს.

რჩევები აღნიშნულ სასმელთან დაკავშირებით მეტად გასათვალისწინებელია მაშინ, როცა საქმე ბავშვებსა და მოზარდებს ეხება.

ხშირად ჩნდება კითხვა რა ასაკიდან და რა დოზით უნდა მივაწოდოთ ჩაი ბავშვებსა და მოზარდებს. პედიატრების აზრით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჩაის მიცემა რეკომენდირებული საერთოდ არ არის. 2 წლიდან კი ღია ფერის ჩაი შეგიძლიათ შესთავაზოთ (კვირაში 3-4-ჯერ 50 მილილიტრი). 7 წლიდან კი შეგიძლიათ უფრო მუქი ჩაი მისცეთ - 1 ჩ/კ 200 მლ წყალზე ასევე კვირაში 3-4-ჯერ.

ჩაი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს ტოქსინებისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების გამოდევნაში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, როგორ ჩაის სვამს მცირეწლოვანი და რომელია ყველაზე სასარგებლო ჩაი ბავშვებისთვის. 

ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში საბავშვო ბაღებსა თუ სამკურნალო დაწესებულებებში პატარებს რძიან ჩაის ასმევდნენ. ჩაი, ისევე როგორც ყავა, ორგანიზმიდან გარკვეული რაოდენობის კალცის გამოდევნას ახდენს, რძე კი ამ კალცს ანაზღაურებს.

მადის მოსამატებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრება პიტნის ჩაი. ნახევარი ჩაის კოვზი გამხმარი პიტნა ჩაყარეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში, დააყოვნეთ 10 წუთით, გადაწურეთ და ბავშვებს 1 წლის ზევით მიეცით ერთი ჩაის კოვზი ჭამამდე. იგივე კომბინაციით დაყენების შემთხვევაში კი ბავშვებს 2 წლის ზევით მიეცით ჭიქის მეოთხედი დღეში რამოდენიმეჯერ.

არსებობს წესები, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს. პედიატრების აზრით, არ უნდა დავალევინოთ ბავშვებს ჩაი ძილის წინ, რათა აღმგზნები ეფექტი არ მივიღოთ. მწვანე ჩაი შესაძლებელია, რადგან ის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით კოფეინს შეიცავს.

არ მიაჩვიოთ ბავშვი ძალიან ცხელი ჩაის დალევას, რადგან კბილების ემალს დაუზიანებს. მდუღარე ჩაი არც კუჭ-ნაწლავისთვის არის სასურველი.

ხშირად ხდება ჩაის მიღება სიცხის დროს. მაგრამ ამან შეიძლება უარეს შედეგებამდე მიგვიყვანოს,რადგან როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს შეიძლება ჩაის მიღებამ სიცხის აწევას შეუწყოს ხელი. რადგან ბრიტანელი ფარმაკოლოგების განცხადებით, თეოფილინი, რომელსაც ჩაი შეიცავს ტემპერატურას მაღლა წევს და ავადმყოფისთვის ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

პედიატრების აზრით, ზედმეტი შაქრის მიღება ბავშვისთვის არ არის რეკომენდირებული, შესაბამისად უმჯობესია შაქრიანი ჩაის ნაცვლად ბავშვს თაფლიანი ჩაი მივცეთ, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების დროს. ასევე მეტი სარგებლიანობისთვის ჩაიში ლიმონს, შავ მოცხარსა და ვაშლის ჩირს ამატებენ. 

ჟოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აუმჯობესებს და სიცხის დამწევი ეფექტიც აქვს. პიტნა ამშვიდებს და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევე როგორც ყავა, ჩაიც შეიცავს კოფეინის გარკვეულ რაოდენობას და მისი ოდენობა დამოკიდებულია ჩაის კონკრეტულ სახეობაზე. მუქი და ძლიერი ჩაი ყოველთვის უფრო მეტ კოფეინს შეიცავს ვიდრე მწვანე ჩაი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება