სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მჯერა, მალე ის სრულიად საქართველოს ასახელებს“ – „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ სიხარულს ყველა იზიარებს
08-11-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატს ამჯერად ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, N2 საჯარო სკოლაში უმასპინძლა.

ღონისძიებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ლეონიძე, მერის თანაშემწე მარადი ლიპარტელიანი, ზესტაფონის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები მაია ხვედელიძე და თამარ ლურსმანაშვილი, ზესტაფონის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია რობაქიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ბესიკ ლეონიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ეტალონი“მოსწავლეებს ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს:

“მუნიციპალიტეტი 2012 წლიდან არის ჩართული „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატებში.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს განათლებული და წარმატებული ახალგაზრდობა, მერია ყოველთვის გამოთქვამს მზაობას, გვერდში დაუდგეს მათ საგანმანათლებლო საკითხებში. პროექტში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოსწავლეა ჩართული. ისინი დიდი მონდომებით ემზადებიან „ეტალონისთვის“ და აქვთ მოტივაცია იყვნენ წარმატებულები. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის იდეის ავტორებს და მთლიან შემოქმედებით ჯგუფს, რომლებიც ამხელა სიხარულს ჩუქნიან, როგორც უშუალოდ მონაწილეებს, ასევე მათ გულშემატკივრებს, მუნიციპალიტეტსა და ზოგადად მთელ საქართველოს. „ზესტაფონის ეტალონ მოსწავლეს“ ვულოცავ ამ სტატუსის მოპოვებას და ვუსურვებ მას წარმატებულ ასპარეზობას პროექტის ფინალშიც.“ 

ზესტაფონის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, მაია ხვედელიძემ მიღწეული წარმატება მიულოცა „ზესტაფონის ეტალონ მოსწავლესა“ და მის მშობლიურ სკოლას. მისი თქმით, „ეტალონის“ ჩემპიონატს არა ერთი, არამედ ძალიან ბევრი გამარჯვებული ჰყავს - ყველა ის ბავშვი, რომელიც ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობდა:

„ეს არის ერთადერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელმაც მოიცვა სრულიად საქართველო. მინდა, „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის არსებობისთვის და აღვნიშნო, რომ ყოველ წელს მონაწილეების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. ეს სტიმულია ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომლის იმედზეც არის მთელი საქართველო. ვულოცავ წარმატებას ზესტაფონის N2 საჯარო სკოლას, რომლის მოსწავლემაც დღეს „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ დღეს მხოლოდ ერთი გამარჯვებული არ ჰყავს პროექტს, რადგან დღეს ყველა მონაწილე გამარჯვებულია.“ 


ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია რობაქიძის თქმით, „ეტალონში“მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა აქტიურად არის ჩართული და ჩემპიონატისთვის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან:

„დღევანდელი დღე არის ცოდნის ზეიმი. ზესტაფონის ყველა სკოლა ჩართული იყო ღონისძიებაში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ისინი ამ ჩემპიონატისთვის. ვულოცავ გამარჯვებულს ამ საამაყო ტიტულის მოპოვებას და მთელი მუნიციპალიტეტის სახელით წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებ მას „ეტალონის“ ფინალზე, სადაც ის უკვე არა მხოლოდ სკოლას, არამედ მთლიან მუნიციპალიტეტს წარადგენს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტ „ეტალონს“ და დიდი წარმატებები ვუსურვო მას.“

„ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კახნიაშვილი გახდა. მისი თქმით, „ეტალონში“ მონაწილეობა მეორედ მიიღო. პირველ ცდაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, წელს შეძლო ყველაზე საოცნებო ტიტულის „ეტალონი მოსწავლის“ სახელი მოეპოვებინა:

„სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ნამდვილად არ მქონდა ამხელა წარმატების მოპოვების იმედი. მაგრამ უბედნიერესი ვარ რომ დღეს „ეტალონი მოსწავლე“ მქვია. ყველას უღრმესი მადლობა- ჩემს მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიყო წარმატებული. ასევე ძალიან მადლიერი ვარ ამ პროექტის, ამხელა სიხარულისთვის. „ეტალონში“ მონაწილეობა ჩემთვის დღეს ნამდვილად არ ყოფილა პირველი. ადრეც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ საპრიზო ადგილი ვერ მოვიპოვე. წელს გამარჯვებული ვარ და ეს იმხელა სიხარულია, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.“

გამარჯვებულის სიხარული გაიზიარა „ეტალონი მოსწავლის“ მშობლიურმა სკოლამ. ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, გოჩა ღონღაძის თქმით, სკოლა წლებია, „ეტალონის“ თანამოაზრე და გულმხურვალე მხარდამჭერია და ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადება ინტელექტ-ჩემპიონატებისთვის:

„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია ჩვენთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა წლებია, მონაწილეობს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატებში. მოსწავლეები ყოველთვის ბევრს მეცადინეობენ და ემზადებიან კონკურსისთვის. ვულოცავ ანას დღევანდელ წარმატებას, რომლითაც ასეთი ბედნიერები და ამაყები ვართ ჩვენც, მთელი სკოლა. მჯერა, რომ ანა ძალიან მალე არა მხოლოდ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლას და ზესტაფონს, არამედ სრულიად საქართველოს ასახელებს. ყველას ვურჩევ და მოვუწოდებ ჩაერთოს ამ პროექტში, სადაც ყოველთვის უფასდებათ მოსწავლეებს შრომა, რომელსაც ისინი წარმატების მისაღწევად ეწევიან.“ 

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რეგისტრაცია 3 ივნისის  ჩათვლით გაგრძელდება - ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ

მასწავლებლებს, დაწყებითის კომბინირებულ გამოცდის შესახებ NAEC დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის

ექსკურსიის დროს ბოდბის მონასტერში მოსწავლე სიმაღლიდან გადავარდა და მცირე დაზიანებები მიიღო - დეტალები

საგანი, რომელზეც ყველაზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ცნობილია - არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოქვეყნდა

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები

ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს 

სიხარულითა და ემოციებით დასრულებული პირველი სასწავლო წელი თაიას საჯარო სკოლაში

პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი წარმოდგენა მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა

დაუვიწყარი დღე პატარა მოსწავლეებისთვის - ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება

„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება