სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ღორის წელში ყველაზე დაუჯერებელი ოცნებებიც კი ახდება“ - როგორი იქნება 2019 წელი ჩინური ასტროლოგიის მიხედვით
06-11-2018
-
+


2019 წლის 5 თებერვალს დედამიწაზე ძაღლის წელს გავაცილებთ და 12 ციური პლანეტის წარმომადგენლები ღორის წელს შევხვდებით. ღორი წელიწადის სრულ ციკლს მოიცავს და 2020 წლის 24 იანვრამდე დამთავრდება.

2019 წელი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის მეტნაკლებად კარგი იქნება. ხშირი იქნება დღესასწაულების აღნიშვნა, ბანკეტები და წვეულებები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ღორის წელში განსაკუთრებულად ცრუ დაპირებებს უნდა მოერიდოთ.

მთელი წლის განმავლობაში ადამიანებს ექნება სიმდიდრისა და სიმსუბუქის განცდა, მაგრამ ზედმეტმა დახარჯვამ, შესაძლებელია წლის ბოლოს უფულოდ დაგტოვოთ. ამ წელიწადში შეიძლება ყველაზე სულელური, დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ოცნებებიც კი აუხდეთ ადამიანებს.

ღორი ამთავრებს 12-წლიან ციკლს და შესაბამისად 11 წელი რაც იშრომეთ, მე-12 წელს უნდა აინაზღაუროთ და თავის მოვლასა და კეთილდღეობაში გაატაროთ.

მთელი წლის განმავლობაში ძალიან კარგია რაღაც ახლის სწავლა, ფილანტროპია და სულიერებაზე ზრუნვა. ბოლო მოეღება ტოქსიკურ ურთიერთობებს - ბევრი დანგრეული ოჯახი აღდგება და დაშორებული მეგობრებიც შერიგდებიან.

2019 წლის ფერებია - წითელი და თეთრი

2019 წელს აქტუალური იქნება თეთრი და წითელი ფერები, ამიტომ თქვენი გარდერობი ამ ფერებით გაამდიდრეთ. ჩინურ კოსმოლოგიაში წითელი ფერი ცეცხლის ელემენტის სიმბოლოა,  თეთრი კი მეტალის ელემენტს უკავშირდება და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.

კარგია ამ წელიწადში თუ შეიძენთ ძვირფასეულობას - ოქრო, ბრილიანტი, პლატინა და ვერცხლიც, ოღონდ ძვირადღირებული. ეს თქვენს ოჯახში ჰარმონიას და ბალანსს შემოიტანს.  კარგი იქნება ასევე თუ ატარებთ წითელ სამაჯურს, ეს მთელი წელი დაგიცავთ და ბედნიერებას მოგიტანთ.

წლის ქვა კი გახლავთ ვარდისფერი კვარცი, რომელსაც მეორენაირად სიყვარულის ქვას ეძახიან. ამიტომ ამ წელიწადში დიდი ხნის დასაოჯახებელ ადამიანებს დაქორწინების დიდი შანსი აქვთ. 

ღორის წელში დაბადებული ვერძები ღონიერები არიან, კუროები - სიმართლისმოყვარულები, ტყუპები - ნიჭიერები, კირჩხიბები - გონიერები, ლომები - რომანტიკულები, ქალწულები - მოაზროვნეები, სასწორები - ლოიალურები და ხშირად ხიდი არიან დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მორიელები - ამბიციურები, მშვილდოსნები - მგრძნობიარეები, თხის რქები - პასუხიმგებლიანები, მერწყულები - მამაცები, თევზები - ნაზები. 

Etaloni.ge ყოველ კვირას მოგაწვდით ახალ სხვადასხვა სახის რჩევებსა და ასტროლოგიურ პროგნოზებს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება