სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რომელ ქვეყნებში ისჯება კანონით ბავშვის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება - მსოფლიო პრაქტიკა
30-10-2018
-
+


ზრდასრულების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ბავშვების მონაწილეობით უამრავი უბედური შემთხვევა ხდება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები მანიაკებისა და მოძალადეების ხელით იღუპებიან. 

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს ბევრ ქვეყენაში კანონი მოქმედებს. მაგალითად, გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია 14 წლამდე ასაკის ბავშვის მარტო 10 წუთითაც კი დატოვება.

ასევეა დიდ ბრიტანეთში. მშობლები, რომლებიც 14 წლამდე ასაკის ბავშვს მეთვალყურეობის გარეშე ტოვებენ, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან. მართალია, საუბარი ეხება პოტენციურად სახიფათო ადგილებს - ის, თუ ვისთან ერთად რჩება ბავშვი სახლში, კანონით არ რეგულირდება. მშობლებს ურჩევენ, ღამით 16 წლამდე ასაკის მოზარდი მარტო არ დატოვონ. 

ბრიტანეთში სპეციალური ბავშვთა დაცვის სახელმწიფო სააგენტო არსებობს, რომელსაც ევალება იზრუნოს, რომ არასრულწლოვან ბრიტანელებს არ ჰქონდეთ ფინანსური პრობლემები, არ შიმშილობდნენ და არც სახლში და არც ქუჩაში არ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. დიდ როლს თამაშობს ასევე ბრიტანული სოციალური სამსახურები, რომლებიც ზედამხედველობენ,  რომ პატარა ბავშვები უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.

აშშ-ს თითოეულ შტატში სხვადასხვა კანონი მოქმედებს ასაკზე, რომლის მერეც ბავშვს სახლში ზედამხედველობის გარეშე დარჩენა შეუძლია. ზოგიერთ შტატში არის მკაცრად გაწერილი შეზღუდვები: ვირჯინიის შტატში 10 წლამდე ასაკის ბავშვის მარტო დატოვება კატეგორიულად აკრძალულია. 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს მარტო დარჩენა შეუძლიათ, მაგრამ არაუმეტეს 3 საათისა. 13 წლიდან კი მარტო რჩებიან, მაგრამ 16 წლამდე მშობლებს მათი ღამე დატოვების უფლება არ აქვთ. (წყარო). არიზონას შტატში ბავშვის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება ასევე 10 წლიდან შეიძლება, მერილენდის შტატში 18 წლიდან და ასევე რამდენიმე შტატში 14 წლიდან. თუ კოლორადოში მშობელი 11 წლის ბავშვს მეთვალყურეობის გარეშე დატოვებს, მას ჯარიმა ემუქრება, ხოლო თუ  მშობელი 11 წლის ბავშვს მოსავლელად მასზე უმცროსს დაუტოვებს, სასჯელი უფრო სერიოზული იქნება.

„დამოუკიდებლობის ასაკი“ კანონით არის გაწერილი კანადაში. ქვეყნის უმეტეს შტატებში აკრძალულია ბავშვის 10 წლამდე სახლში მარტო დატოვება. ახალ ზელანდიაში კი მშობლები ბავშვს მარტო 14 წლამდე ვერ ტოვებენ. 

შვედეთსა და იტალიაში კი მეთვალყურეობის გარეშე 12 წლამდე ასაკის ბავშვების დატოვება იკრძალება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება