სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი“ - აბრაამ ლინკოლნის წერილი შვილის მასწავლებელს
30-10-2018
-
+


თუ გაინტერესებთ რამდენად და რა სახით ერთვებოდნენ შვილის სასკოლო ცხოვრებაში ცნობილი ადამიანები, მაშინ ეს წერილი თქვენთვისაა.

Etaloni.ge გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან წარმატებული, რიგით მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის წერილს, რომელიც მან შვილის მასწავლებელს გაუგზავნა:

„ ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის.

ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით.

ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს.
ყოველი თავგადასავალი ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს. ამის გადასალახავად და ცხოვრების გზის გასავლელად კი მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა.

ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო, გთხოვთ, ჩაჰკიდოთ მას ხელი და ასწავლოთ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ასწავლეთ! მაგრამ, თუ შეიძლება, სათუთად.
ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ, ერთი მეგობარია.

მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი არ არის კეთილი და მართალი.
თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ არამზადების საპირწონედ გმირებიც არსებობენ.
ყოველი უღირსი და ეგოისტი პოლიტიკოსის წილ მოიძებნება ღირსეული ლიდერი.

ასწავლეთ, თუ შეძლებთ, რომ საკუთარი ოფლით გამომუშავებულ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შემთხვევით ნაპოვნ დოლარს.

ასწავლეთ, რომ სჯობს, სკოლაში მარცხი განიცადოს, ვიდრე იცრუოს ან გადაიწეროს.
ასწავლეთ, რა ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით, როგორ შეიძლება ისიამოვნოს გამარჯვებით.

ასწავლეთ თანაგრძნობა და ამავე დროს - უხეშობა უხეშ ადამიანებთან.
გაათავისუფლეთ შურისგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი.
თუ შეგიძლიათ ასწავლეთ გაიცინოს მოწყენილობის ჟამს და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის.

ასწავლეთ, რომ დამარცხებაშიც შეიძლება იყოს დიდება, ხოლო წარმატებაში სასოწარკვეთილება.
ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს.

დაანახვეთ წიგნების სასწაული, მაგრამ დაუტოვეთ დრო ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე აყვავებული ყვავილების სასწაულზე საფიქრალადაც.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, მაშინაც კი, როცა სხვები არ ეთანხმებიან.
ეცადეთ, შესძინოთ სიმტკიცე და ნებისყოფა, არ გაჰყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს.

ასწავლეთ ყოველი ადამიანის მოსმენა და ამასთან კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება ძვირად, მაგრამ ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება!
მიეცით საშუალება, გამოიჩინოს გამბედაობა და არ მოითმინოს; მიეცით საშუალება, მოითმინოს, რომ გახდეს გამბედავი.

უთხარით, სწამდეს საკუთარი თავის, რადგან ამით ღვთისა და ადამიანის რწმენასაც შეინარჩუნებს.

ასწავლეთ, ოღონდ გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი!

მესმის, რომ ეს ყველაფერი არ არის მარტივი და დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, ჩემი შვილი ხომ ასეთი მშვენიერი პატარა ბიჭია!“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება