სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

დაავადებები, რომლებიც მასწავლებლებს ყველაზე ხშირად ემართებათ - იხილეთ ჩამონათვალი
18-10-2018
-
+


ტერმინი „პროფესიული დაავადება“ ან „სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადება“  მოიცავს ნებისმიერი დაავადებას, რომელიც პირველ რიგში, სამუშაო საქმიანობიდან გამომდინარე რისკის ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ვითარდება.

სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებები წარმოდგენილია მრავალფაქტორული დაავადებებით, რომელთა შორისაა როგორც ქრონიკული არაგადამდები ისე მწვავე გადამდები დაავადებები.

Etaloni.ge  გთავაზობთ იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელიც მასწავლებლების უმრავლესობას აწუხებს:

1.ხმის პრობლემები - მასწავლებლების პროფესია ბევრ საუბართან არის დაკავშირებული, ამიტომ მათ ხმის იოგები ეძაბებათ და ექმნებათ ხმის პრობლემები.

2.ინფექციური დაავადებები - პედაგოგებს დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა, ეს კი ზრდის ინფექციური დაავადებების გადადების რისკს.

3.რესპირატორული დაავადებები - ხშირად ცივდებიან, ემართებათ გრიპი, ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი და ფარინგიტი.

4.მხედველობის დაქვეითება - გამოწვეულია წიგნების თვალთან ახლოს კითხვით. მხედველობის გაუარესება კი თვალებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებსაც იწვევს.

5.გულის იშემური დაავადებები - წარმოადგენს მდგომარეობას როდესაც გულის არტერიებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. ამ დაავადებებს იწვევს ცუდი კვება, სტრესი, გადაღლილობა და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.

6.ვეგეტატიური სისხლძარღვთა დისფუნქცია - ფსიქო-ემოციური მიზეზები იწვევს, როგორიც არის ძილის დარღვევა, გონებრივი გადატვირთულობა და მძიმე ნერვული აღტკინება.

7.ვარიკოზული ვენები - პროფესიული მიზეზით შეძენილი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომით ან ჯდომით

8.კუჭნაწლავის პრობლემები  - მასწავლებლებს უმეტესად გასტრიტი და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება აწუხებთ, რაც არასწორ კვებასთან არის დაკავშირებული.

9.ხერხემლის დაავადებები - მასწავლებლის 99 პროცენტს აქვს სხვადასხვა ხარისხის ხერხემლის დაავადება. იწვევს კვების მოუწესრიგებელი რაციონი, შრომის პირობები და მჯდომარე ცხოვრების წესი.

აღნიშნული დაავადებები მასწავლებლებს ძირითადად 32 წლის ასაკიდან უვითარდებათ და 45 წლის ასაკში პიკს აღწევს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება