სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ბნელი და ტკბილი - პარადოქსებით სავსე 90-იანები
17-10-2018
-
+


90-იანები ერთი დიდი ფენომენია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისტორიაში, მე უფრო პარადოქსს ვუწოდებდი, რადგან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უფროსი თაობა (და უკვე ჩვენც) მას ორი ეპითეტით მოიხსენიებს - ბნელი და ტკბილი. 

90-იანებში თავიდან ყველაფერი თითქოს კარგად დაიწყო - საბჭოთა კავშირი დაიშალა, ცენზურა გაუქმდა, ციხეებიდან გამოუშვეს პოლიტპატიმრები და სწორედ მაშინ, როცა საქართველოს ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაეწყო, მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. 

9 აპრილმა, სამოქალაქო ომმა, გადამწვარმა და განადგურებულმა ქალაქებმა, ჩაბნელებულმა თბილისმა, დაკარგულმა ტერიტორიებმა 90-იანების ნამდვილი, ჭეშმარიტი სახე შექმნეს. დრო, რომლის დაბრუნებასაც, წესით, არავინ ისურვებდა, ნელ-ნელა წარსულს ბარდება. 

მიუხედავად ამისა, 90-იანებს, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდა თავისებური ხიბლი, რომლის გამოც დღესაც იმართება იმ დროის მოსაგონარი წვეულებები. 

ზოგისთვის 90-იანები ბავშვობასთან ასოცირდება, ზოგისთვის თინეიჯერობასთან, ზოგი საერთოდ ვერ იხსენებს ამ დროს, მაგრამ კითხვაზე „თუ ვინაა ის?“, დაუფიქრებლად გპასუხობს, რომ „90-იანელი ბავშვია“. 

ეს ათწლიანი პერიოდი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2000-იანებშიც გაგრძელდა, საკმაოდ რთული გადასალახი იყო,  თუმცა უშუქობა, სიცივე, სიბნელე, შავ-თეთრი ტელევიზორები, პურისა და ნავთის რიგში გაუთავებელი დგომა და „მეგობრობის დღიურები“ სირთულეებთან ერთად ტკბილ მოგონებებსაც ინახავს. 

ახლა გესმით, ხომ რა პარადოქსებზეც ვსაუბრობ?! 

ვერ წარმოვიდგენდი, რომ 90-იანებს შეიძლებოდა რაიმე დადებითიც ჰქონოდა, თუმცა მაშინ  გარესამყაროსგან მოწყვეტა და იზოლირება ერთი ბრწყინვალე თვისებით გამოირჩეოდა - ადამიანები ერთმანეთს უკეთ ხედავდნენ, უსმენდნენ და ესაუბრებოდნენ. გარშემო ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა და ეს ყველაფერი თავისი მონოლოგებით, დიალოგებით თუ სცენებით იყო პატარა კინო, კინო, რომელსაც მხოლოდ გონებაში თუ ჩაიწერდი და დაიმახსოვრებდი. ასე დაგროვდა გამოცდილება, დაილექა უამრავი ამბავი და შეიქმნა წარმოსახვა, წარმოსახვა ჩვენი უახლესი წარსულის.  

უახლეს წარსულში კი იყო კანფეტი მამალო, „პიკნიკის“ ორცხობილა, დენდი, პეპლებიანი თმის სამაგრები, ფილმებისა და სიმღერების კასეტები, შოკოს მენთოლი, „სპორტსიახლენი“, ტურბო, ნავთის ლამპები და კიდევ მრავალი სხვა, რასაც დღეს ასე თამამად უწოდებენ „ტკბილს“. 

მოგონებები, რომლებიც ჩვენს გონებაში ილექება, უკვალოდ არ ქრება. უკვალოდ არ ქრება ის ნივთებიც, ჩვენს ცნობიერებაში რომ ამ დროსთან ასოცირდება. ალბათ ყველას გვაქვს სახლში 90-იანების დროინდელი სხვადასხვა საგანი, ზოგისთვის წარსულის მოგონებების შეგროვება უკვე ჰობადაა გადაქცეული, ზოგი კი ამ მახსოვრობას გასაყიდადაც იმეტებს. 

სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურად იხსენებენ 90-იანებს. შექმნილია რამდენიმე გვერდი და ჯგუფი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს უცვლიან ფოტოებს, ნივთებს და მოგონებებს. როგორც ჩანს, ეს დრო იმდენად დიდ ნოსტალგიას წარმოშობს, რომ განხილვისა და მსჯელობის თემა მუდამ იქნება. 

მართალია, მე 90-იანების ბავშვი ნაკლებად ვარ, მაგრამ მაინც შევეცადე იმ დროის ყველაზე ტკბილი მოგონებებისთვის მომეყარა თავი და რადგანაც, ბნელი და ტკბილი 90-იანების გასახსენებლად მხოლოდ მოგონებები არ კმარა, იხილეთ ვიდეოები და ფოტოები. 

ყველასთვის საყვარელი სათავგადასავლო ანიმაციური სერიალი და მანგა - „გრენდაიზერი“ 



ასევე, არანაკლებ საყვარელი „რობოტა და რობოტუნები“ 



„ტკბილი, ტკბილი, გემრიელი...“ 



ეს მუსიკა ალბათ ჭეშმარიტ 90-იანელს არასდროს დაავიწყდება 



და ბოლოს, არასდროს დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება