სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ფსიქოლოგებმა გაარკვიეს როგორი ბავშვები სწავლობენ სკოლაში უკეთ: საქმე ინტელექტს არ ეხება
17-10-2018
-
+


ყველა ბავშვი, როდესაც პირველ კლასში მიდის დაახლოებით ერთნაირად არის მომზადებული. რატომ სწავლობს ზოგი ბავშვი სკოლაში სხვებზე უკეთ? 

ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები შეეცდნენ. მათ დაასკვნეს, რომ ბავშვის სკოლისთვის მზაობასა და მის მოსწრებაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას და ეს მხოლოდ ბავშვის ინტელექტი და სოციალური გარემო არ არის. 

ჟურნალ Pediatric Research-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალ ქულებს ცნობისმოყვარე ბავშვები იღებენ. განსაკუთრებით, კი ეს შესამჩნევია დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებში. 

მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახების შვილები ზოგადად უკეთესად სწავლობენ. რაც სტრესის დაბალ დონესა და სკოლამდელი განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. 

მაგრამ ისეთ ფაქტორს როგორიც ცნობისმოყვარეობაა, შეუძლია სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის მოსწავლეები გაათანაბროს. ასევე ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ  სიმსუქნისკენ მიდრეკილების მქონე ბავშვები და მოზარდები, ჯერჯერობით გაუგებარი მიზეზის გამო, ზუსტ მეცნიერებებში ცუდ ნიშნებს უფრო ხშირად იღებენ.


კვლევაში სკოლამდელი ასაკის 6200 ბავშვი მონაწილეობდა. ხუთი და ექვსი წლის ბავშვებმა ტესტები გაიარეს. 

მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ოჯახების ბავშვები ძირითადად უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, ცნობისმოყვარე ბავშვებმა დაახლოებით ერთნაირი შესაძლებობები აჩვენეს, ოჯახის სიციალური სტატუსისა და შემოსავლების დამოუკიდებლად. 

ასევე ცნობისმოყვარე ბავშვებისთვის მარტივი იყო გადაელახათ მოუსვენრობა და კონცენტრირებულიყვნენ სწავლაზე.

ამასთან, ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვის ცნობისმოყვარეობის გაღვივებისკენ არ არის მიმართული და უფრო ფოკუსირებულია თვითკონტროლსა და დისციპლინაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება