სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკრაინის ელჩს უმასპინძლა
12-10-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ეწვია. 

სტუმარს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა.

რექტორმა ელჩს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები გააცნო, ასევე საუნივერსიტეტო დიპლომატიასა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სამშვიდობო განათლების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის იმ განსაკუთრებულ ფორმატს, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტს აკავშირებს და ერთობლივ პროექტებს, რომლის განხორციელებაშიც დიდი წვლილი სწორედ უკრაინის საელჩომ შეიტანა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი, ქალბატონი ტატიანა კოვპაკი და სსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია.

იგორ დოლგოვმა მადლობა გადაუხადა რექტორს მასპინძლობისთვის და უკრაინის საელჩოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ახალ, ერთობლივ პროექტებზე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება