სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მილიონერები, რომლებიც საკუთარ შვილებს მემკვიდრეობის გარეშე დატოვებენ
19-10-2018
-
+


ადამიანის ბუნებაშია დააფასოს ის რაც საკუთარი შრომით მოიპოვა. 

მარკ ცუკერბერგმა და კიდევ 7-მა მილიონერმა ეს კარგად იცის, ამიტომ აპირებენ შვილებს არაფერი დაუტოვონ. 

მარკ ცუკერბერგი


მან და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა გადაწყვიტეს, რომ Facebook-ის აქციების 99%-ს კომპანიას დარჩეს და არა მათ ქალიშვილებს.

სტინგი


მომღერალმა ექვსივე შვილს შეატყობინა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი ფული არ დარჩებათ, რადგან იგი ყველაფერს თავად დახარჯავს. „ისინი საკმაოდ შრომისმოყვარეები არიან იმისთვის, რომ ყველაფერს თავად მიაღწიონ“,- აღნიშნა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ელტონ ჯონი


„რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ფუფუნებაში იცხოვრონ და ფული ჰქნდეთ. მაგრამ წინააღმდეგი ვარ, რომ ყველაფერი გამზადებული ერგოთ. ეს მათ აფუჭებს“, - ასე განმარტა მომღერალმა საკუთარი გადაწყვეტილება, როდესაც განაცხადა, რომ ვაჟები - ელაიჯა და ზაქარი - მამის ქონებას ვერ მიიღებდნენ. ცნობილია რომ მომღერლის ქონება 200 მლნ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ბილ გეიტსი


კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი მილიარდიან ქონებას ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდს გადასცემს, შვილებს კი საუკეთესო განათლებას და კარირის შესაქმნელად საწყის კაპიტალს მისცემს.  „შვილებისთვის ასეთი დიდი თანხის დატოვება დათვური სამსახურია. მათ საკუთარი გზა უნდა იპოვონ, ეს თანხა, კი მათ შეაფერხებთ“. 

უორენ ბაფეტი


მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 20 წლის წინ შვილებს განუცხადა, რომ მათ იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ მამის ქონება სრულად ერგებათ. „ფილოსოფიის მიმდევარი ვარ, რომლის თანახმდ მდიდარმა ადამიანმა უნდა დაუტოვოს შვილებს იმდენი ფული, რომ მათ ყველაფრი გააკეთონ, მაგრამ იმდენიც არა, რომ არაფერი გააკეთონ“.

ჯორჯ ლუკასი


ამერიკელმა კინორეჟისორმა, სცენარისტმა, პროდუსერმა და კომპანიების American Zoetrope-ის, Lucasfilm Ltd-ის და Pixar-ის დამფუძნებელმა კითხვას მიიღებენ თუ არა მისი შვილები მის ფულს, უპასუხა -  „ვაპირებ ჩემი ფული მომავალი თაობის განათლებაში ჩავდო. განათლება - ადამიანის გადაჩენის გასაღებია“.

ჯეკი ჩანი


მსახიობი ქონებას, რომელიც 350 მლნ დოლარს შეადგენს, საქველმოქმედო ფონდებს უტოვებს.

ტედ ტერნერი


ახალი ამბების არხ CNN-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება. „მამაჩემის მადლიერი ვარ, რომელმაც მირჩია, რომ ისეთი მიზანი უნდა დაისახო, რომელსაც შესაძლოა, მთელი ცხოვრება ვერ მიაღწიო და აუცილებლად უნდა დაეხმარო მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება