სიახლეები
რჩევები

უნდა დაეხმაროს თუ არა მშობელი მოსწავლეს გაკვეთილების მომზადებაში - მეცადინეობის წესები
12-09-2018
-
+


დავეხმაროთ თუ არა მოსწავლეს გაკვეთილის მომზადებაში და როგორ მივუდგეთ ისე რომ მეცადინეობის ინტერესი არ დაკარგოს - ეს კითხვები ყველა მშობელს აწუხებს.

6 წლის ბავშვს, ის ფაქტი, რომ სკოლაში დაგვყავს, ბავშვობას არ ართმევს, - აღნიშნავენ ფსიქოლოგები. მას უნდა დავეხმაროთ სივრცის, დროის, დასვენების და რეჟიმის ორგანიზებაში. ამასთან უნდა მივცეთ უფლება უწინდებურად ითამაშოს,- გვირჩევენ სპეციალისტები.

etaloni.ge საშინაო დავალების მომზადების მარტივ წესებს გთავაზობთ. 

დრო

დაწყებით კლასებში საშინაო დავალების მომზადებას 1,5 საათხე მეტი არ უნდა დასჭირდეს. ამასთან, არ დაივიწყოთ აქტიური შესვენებები - თამაში, ხტუნაობა, სირბილი, ვარჯიში. 

შესვენება შესაძლოა მოიცავდეს კონსტრუქტორით ან თოჯინებით თამაშს. მოამზადეთ ერთი გაკვეთილი და 10 წუთი შეისვენეთ. შესვენების დროს კი უფლება მიეცით ბავშვს გააკეთოს ის, რაც მას სურს (სასურველია, მხოლოდ, თუ ამ დროს კომპიუტერს და ტელევიზორს გამოვრიცხავთ).

4-5 კლასში - საშინაო დავალებას 2 სააათზე მეტი არ უნდა დაეთმოს. 6-8 კლასებში კი დაახლოებით ორსაათნახევარი. საშუალო კლასების (9-12  კლასი) მოსწავლე კი სასურველია თუ  3,5 საათი იმეცადინებს.

დასვენება აუცილებელია!

იდეალურია - სკოლის შემდეგ სეირნობა, სადილობა, დასვენება და მხოლოდ შემდეგ სამეცადინოდ დაჯდომა. ბავშვისთვის ყველაზე „აქტიური“ დროა - 11-დან 13-საათამდე და 16-დან 19-მდე.

მოამზადეთ ბავშვის სამუშაო ადგილი


მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საკუთარი მაგიდა. ეცადეთ ახლოს არ იყოს ტელევიზორი. არ ღირს მოსწავლე იჯდეს სამზარეულოს მაგიდასთან მანამ სანამ დედა იქვე კომბოსტოს ჭრის. მოსწავლეს სჭირდება სრულფასოვანი სამუშაო ადგილი. მოსახერხებელი მაგიდა, მყარი სკამი. მნიშვნელოვანია, რომ გარშემო ზედმეტი არაფერი იყოს - სათამაშოები მას ყურადღებას გაუფანტავს.

თავდაპირველად ის საგანი ისწავლოს, რომელიც მოსწონს

დაიწყეთ დავალებების შესრულება იმ საგნით, რომელივ ბავშვს მოსწონს და მარტივად გამოსდის. ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს: მე ყველაფერი გამომივიდა, მომეწონა, შემდგომშიც მოვამზადებ გაკვეთილებს!

თუ ბავშვი არ ჩქაროს და სამეცადინოდ მომართვას დიდი დროს ანდომებს, მას „გასახურებლად“ შედარებით მარტივი დავალების შესრულება შესთავაზეთ.

იმ შემთხვევაში კი თუ სამუშაო პროცესეში მარტივად ერთვება და სწრაფად იღლება, მაშინ იმ გაკვეთილით დაიწყეთ, რომელიც რთულია და მაქსიმალურ კონცენტრირებას საჭიროებს.

არ აქვს მნიშვნელობა, ზეპირი დავალებებით დავიწყებთ თუ წერილობითი. მთავარია, რომ გაკვეთილის მომზადების დროს მოსწავლემ ჯერ წესები ისწავლოს, შემდეგ კი წერილობითი დავალებები შეასრულოს. 

შეინარჩუნეთ სიმშვიდე! 


სიმშვიდის შენარჩუნება მშობლებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ მათ მოუწევთ საწყის ეტაპზე მეცადინეობის ადგილის ორგანიზება და ასევე დავალებების შესრულების დროს მოსწავლის მეთვალყურეობა. ორგანიზებულობობა და დავალებების დამოუკიდებლად შესრულების უნარი დროსთან ერთად მოვა. ასე რომ შემდეგი ეტაპებისთვის მოემზადეთ.

1. პირველ ეტაპზე მშობლები დავალებების დიდ ნაწილს ბავშვთან ერთად აკეთებენ - გვერდით ზიან და მოსწავლეს ყურადღებით აკვირდებიან: სად არის ხარვეზები, რა დროს ეფანტება მას ყურადღება. ამასთან, მშობლებმა ბავშვის მაგივრად დავალებები არ უნდა შეასრულონ, უბრალოდ გვერდით უნდა იყვნენ.

2. შემდეგ ეტაპზე ვიწყებთ სამუშაოს ნაწილის ბავშვისთვის გადაბარებას და არ ვაკონტროლებთ. ამასთან, ვირჩევთ ინ ნაწილს, რომელსაც, ვიცით, რომ გაუმკლავდება.

3. მესამე ეტაპზე ბავშვი უკვე ყველა გაკვეთილს თავად ამზადებს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ თუ დასჭირდება დაეხმარებით.

4. მეოთხე ეტაპი მეხუთე კლასიდან იწყება, როდესაც მოსწავლე ყველაფერს დამოუკიდებლად გააკეთებს და მშობლების დახმარება აღარ დასჭირდება. მშობლებისთვის რომლებიც მუშაობენ ეს დღესასწაულია. მაგრამ საღამოს გაკვეთილები მაინც შეამოწმეთ და აუხსენით თუ რაიმე ვერ გაიგო.

ეცადეთ შეაქოთ - მაგრამ არ მოატყუოთ

არ უთხრათ რომ სწორი ხაზია გავლებული, მაშინ როცა ასე არ არის. მაგრამ შეგიძლიათ უთხრათ: აი ეს ხაზი სწორეა, ყოჩაღ, მეორე ჯერზე მეორესაც სწორედ გაავლებ ხომ? შეეცადეთ ნეგატიურ შეფასებას თავი აარიდოთ. არ უთხრათ - „არ გამოვიდა“, „ვერ შეძელი“, „ეს ცუდია“, სჯობს გაერკვეთ, რატომ არ გამოდის და ივარჯიშეთ.

ყოჩაღ! - ვარსკვლავი დაიმსახურე

შეიძინეთ პატარა სტიკერები და მოსწავლეს სამუშაო ფურცელზე დავალების შესრულებისთვის ყვავილები, მზეები, ვარსკვლავები დაუკარით. ბავშვი დაინახავს, რომ ვარსკვლავების რაოდენობა იზრდება და შესაბამისად პოზიტიური განწყობა და შრომისთვის მზაობაც გაიზრდება.

ასე არ შეიძლება

არ შეგეშინდეთ შეცდომების. როდესაც შეცდომა დაშვებულია, შესთავაზეთ მოსწავლეს თავად სცადოს შეცდომის პოვნა. არასწორი ასოს ან რიცხვის გადასწორება ქაღალდზე ყოველთვის შესაძლებელია, დაბალი თვითშეფასების გასწორება კი მარტივი არ იქნება.

არ შეგეშინდეთ დახმარების!


თუ ხედავთ, რომ ბავშვი დაიღალა, არ აიძულოთ გააგრძელოს მეცადინეობა, უმჯობესია თუ პარაგრაფს თავად წაუკითხავთ. თუ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს, გაკვეთილების მომზადებისას დაეხმარეთ.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სკოლის დირექციისა და პედაგოგების საყურადღებოდ - სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

საჭიროა დოქტორის ხარისხი ან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება - განაცხადის წარსადგენად 5 დღე გაქვთ

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მასწავლებელთა ხელფასი, დანამატი და მოსწავლის ვაუჩერის ოდენობა

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასებზე 10 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება