სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

5 ტრადიციული საუზმე, რომელიც ბავშვებს არ უნდა აჭამოთ
11-09-2018
-
+


საუზმე ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ დილის კვება ააქტიურებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რისი ჭამით ვიწყებთ დღეს. ამასთან, არსებობს პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა სასარგებლოც იყოს, მაგრამ საუზმისთვის არ გამოდგება, განსაკუთრებით ბავშვებში. 

მშრალი საუზმე


მშრალი საუზმე ე.წ. ფანტელები, ბავშვთა კვებისთვის იდეალურ პროდუქტად მიიჩნევა, მაგრამ მას ბავშვისთვის სარგებელი ნამდვილად არ მოაქვს. განსაკუთრებით დილიდან, რადგან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მას მეტაბოლოზმისა და პანკრეასის პრობლემების და ზედმეტი წონის გამოწვევა შეუძლია. 

ციტრუსის წვენები


ახალგამოწურული წვენი ჩვენში ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება, ამიტომ ზოგი დედა ბავშვს ახლად გამოწურულ წვენს დილიდან სთავაზობს. ამის გაკეთება არ ღირს, რადგან კონცენტრირებული წვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს და შესაძლოა მუცლის ტკივილის მიზეზიც გახდეს.

გარდა ამისა, ციტრუსის წვენები დიდი რაოდენობით С ვიტამინს და ნივთიერებებს - ფსორალენს და ფუროკუმარინს შეიცავს, რომლებიც კანს მზისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდიან და შესაძლოა მზის დამწვრობისა და კანის პიგმენტაციის მიზეზი გახდნენ.

ბუტერბროდები


თუ საუბარი ძეხვიან ბუტერბროდს ეხება, ალბათ, არ არის საჭირო აღნიშვნა, რომ ის ბავშვის ორგანიზმისთვის სასარგებლოს არაფერს შეიცავს. ამასთან, ახალგამომცხვარი ფუნთუშეული შესაძლოა მუცლის შემობერვისა და ტკივილის, გულძმარვის და ზედმეტი წონის მიზეზი გახდეს.

რძემჟავა პროდუქტები


ვერ ვიტყვით, რომ რძემჟავა პროდუქტები დილით მავნეა. მაგრამ უკეთესია სასარგებლო მაწონი და ხაჭო სადილისთვის შემოვინახოთ, დილიდან კი უპირატესობა ფაფებს მივანიჭოთ.

უდავოა, რძემჟავა პროდუქტები როგორც ბავშვისთვის, ისე დიდებისთვის სასარგებლოა, მაგრამ დილით მას ორგანიზმი გაცილებით ძნელად ითვისებს.

ხილი და ბოსტნეული


უდავოა, ბოსტნეული და ხილი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა და ჯანსაღ რაციონში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ არა უზმოზე. დილით ბავშვისთვის ცოცხალი ბოსტნეულისა და ხილის მიცემისგან თავი შეიკავეთ. მჟავებს, რომლებსაც ისინი შეიცავენ, შეუძლია, კუჭის ლორწოვანას გაღიზიანება, ბოჭკოვანას სიჭარბე კი მუცლის შემობერვასა და მეტეორიზმს იწვევს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება