სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ გავფლანგოთ დრო ნაყოფიერად? - აუცილებლად სანახავი ვებგვერდები
11-09-2018
-
+


ჩვენი ყოველი დილა უკვე წლებია სოციალური ქსელით იწყება. გაღვიძებისთანავე ტელეფონს ვიღებთ და facebook-ს და instagram-ს ვათვალიერებთ. ასე გადის ჩვენი დრო მთელი დღის მანძილზე. 

ეს რიტუალი შეგვიძლია საინტერესო გავხადოთ, თუ დროდადრო სხვა გვერდებსაც ვესტუმრებით და სხვა ინფორმაციასაც გავეცნობით. 

გთავაზობთ იმ გვერდების ჩამონათვალს, სადაც დროს ნამდვილად ნაყოფიერად გაფლანგავთ და ბევრ, ბევრ საინტერესო ამბებს წაიკითხავთ. 

Reddit  - ესაა ვებგვერდი, რომელიც ყველა სახის ინფორმაციას ერთ სივრცეში უყრის თავს. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ახალ ამბებს, წაიკითხოთ სახალისო ისტორიები, დაათვალიეროთ სურათები და უყუროთ ვიდეოებს. თუ დღის მანძილზე Reddit-ზე ხშირად შემოხვალთ, არც ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არ გამოგრჩებათ. 

Boredpanda - „საიტი მხოლოდ პანდებისთვის“ - ასეთია ამ ვებგვერდის დევიზი. თუ თქვენ ყოველდღიური მოწყენილობისგან დაიღალეთ და მრავალფეროვან სამყაროში გსურთ შეაბიჯოთ, მაშინ ეს საიტი თქვენთვისაა. სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები თუ დაწერილი ბლოგები არა მხოლოდ ახალი და ინოვაციური, არამედ ინფორმაციული ხასიათისაა. 

Zooniverse - თუ მოყვარული მეცნიერი ხართ, მაშინ ეს თქვენი საიტია! ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ აკადემიურ კვლევებში, უპასუხოთ კითხვებს გალაქტიკის, ცხოველების თუ ისტორიული ჩანაწერების შესახებ და შესაძლოა, დიდი აღმოჩენის მონაწილეც კი გახდეთ. 

Masterclass - საგანმანათლებლო პლატფორმა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის. ვებგვერდი შესაძლებლობას გაძლევთ კოლეჯის დონის ცოდნა მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად. თქვენ  შეგიძლიათ შეიძინოთ ცოდნა წერის „ხრიკებსა“ თუ კულინარის, მუსიკისა თუ ფოტოგრაფიის შესახებ. ვებ გვერდი ფასიანია და 90 დოლარად სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული გექნებათ წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე. 

Khan Academy - თუ ისეთ საგნებში, როგორებიცაა: მათემატიკა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენა და ლიტერატურა, გაუგებარი საკითხების ახსნა ან დამატებითი, საინტერესო ინფორმაციის მიღება გჭირდებათ, მაშინ ეს პლატფორმა თქვენთვისაა შექმნილი. ვიდეო-გაკვეთილებით თქვენ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ. ვებგვერდი რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორის ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ. და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასოა.

წყარო: inc.com

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება