| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლის მოსწავლისთვის ჯანსაღი საკვების შეთავაზება უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ბავშვმა გარეთ ნაყიდი ცომეული და სხვა არაჯანსაღი პროდუქტები რომ არ ჭამოს სასურველია თუ მშობელი მას სკოლაში წასახემსებლად საკვებს გაატანს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რას ჩავდებთ მოსწავლის ლანჩის ყუთში.
მოსწავლემ გატანებული საკვები რომ სიამოვნებით ჭამოს, საკვები უნდა იყოს გემრიელი, სასარგებლო და არამალფუჭებადი.
თხილეული და ჩირი
თხილეული და ჩირი შესვენებების დროს იდეალური წასახემსებელია. ის გემრიელი და სასარგებლოა და ყველაფერთან ერთად მადასაც არ აქვეითებს. გარგლისა და შავი ქლიავის ჩირი, ფინიკი ან ქიშმიში - სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. იგი შესაძლოა იყოს ტკბილეულის კარგი ალტერნატივა.
ბუტერბროდი
ბუტერბროდი, რა თქმა უნდა, კლასიკაა. კარგად მომზადებული ბუტერბროდი სწრაფად კლავს შიმშილს. გასტროენტეროლოგები მის დასამზადებლად მთელმარცვლიანი პურის, მოხარშული გულმკერდის და ლორის გამოყენებას გვირჩევენ. შიგთავსისთვის შესანიშნავი ვარიანტია მაგარი ყველი. იგი მალე არ ფუჭდება და სასარგებლოცაა.

ბოსტნეული და ხილი
კარგი იქნება თუ ბიტერბროდს ბავშვის საყვარელ მწვანილსა და ხილს დავუმატებთ. ეს შესაძლოა იყოს ტკბილი სტაფილო, კიტრის მწნილი, სალათის ფურცლები, ბულგარული წიწაკა. ხილი კი უნდა იყოს მაგარი და საშუალო ზომის. მაგალითად, ბავშვი შესვენებაზე დიდი ვაშლის შეჭმას ვერ მოასწრებს.
სასმელი
ბავშვს სკოლაში ბოთლით წყალი აუცილებლად გაატანეთ. ხანდახან შეიძლება ჩვენს კლიმატურ ზონაში მოყვანილი ხილის წვენის მიცემა. იგი კონსერვანტებს და შაქარს არ უნდა შეიცავდეს. კამპოტი სკოლაში არ გაატანოთ. ისინი შესაძლოა მალე ამჟავდეს.
ფუნთუშეული
თუ გინდათ, რომ ბავშვი რაღაც გერმრიელით და სახლში მომზადებულით გაანებივროთ, მას ფუნთუშები ან ვაშლის, მსხლის ან გოგორის შიგთავსიანი ნამცხვარი გამოუცხეთ. მაღაზიაში შეძენილი ფუნთუშეულობა წასახემსებლად არ გამოდგება. იგი კალორიულია და შესაბამისად მავნე.

რისი გატანება არ შეიძლება ბავშვისთვის სკოლაში?
რძემჟავა პროდუქტები. მხოლოდ იმ შემთხვევაში შესთავაზეთ, თუ ზუსტად იცით, რომ უმალვე შეჭამს და პროდუქტი გაფუჭებას ვერ მოასწრებს.
სასუსნავი: „სუხარიკები“, ჩიფსები, შოკოლადის ბატონები. იგი ჯანმრთელობისთვის მავნეა და ბავშვს არ ანაყრებს. ამგვარი წახემსების შემდეგ ბავშვს კიდევ უფრო მეტად მოუნდება ჭამა.
ტკბილი გაზიანი სასმელი: არ კლავს წყურვილს, ასეთი სასმელი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნედ ითვლება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება