სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს საათის ცნობა - რჩევები მშობლებს
10-09-2018
-
+


დრო აბსტრაქტული ცნებაა და რა გასაკვირია, რომ პატარებს მისი განსაზღვა უჭირთ.  
 
როგორ ვასწავლოთ შვილებს საათის ცნობა და დროის განაწილება - Etaloni.ge- მ ერთგული მკითხველისთვის რჩევები მოამზადა: 
  • ესაუბრეთ პატარას წელიწადის დროების, თვეებისა და დღეების შესახებ;
  • დარწმუნდით, რომ ბავშვს ესმის დილის, შუადღისა და საღამოს განსაზღვრება;
  • გაუზიარეთ მოგონებები: თუ როგორი იყო პატარაობაში, როგორ შეხვდით პირველ ახალ წელს და სად ისვენებთ ხოლმე ზაფხულობით;
  • ჩვეულებისამებრ, ბავშვები იღვიძებენ, იხეხავენ კბილებს, საუზმობენ... ეს ყოველივე მათი ყოველდღიურობაა. სასურველია, თუ მშობელი ბავშვის ყურადღებას თითოეული აქტივობის განხორციელებისათვის განსაზღვრულ დროზე გაამახვილებს და მოქმედებათა თანმიმდევრულობას პატარასთან ერთად წინასწარ განსაზღვრავს;
  • აუხსენით შვილს საათის მნიშვნელობა და მისი მუშაობის წესი;
  • შეგიძლიათ, ერთად დახატოთ საათი და პატარას დღის განრიგის ილუსტრაცია შექმნათ, გამოაკრათ გამოსაჩენ ადგილას და დროის მითითებით შესაბამისი აქტივობები განსაზღვროთ. მაგალითად: 80:00 - გაღვიძების დროა, 80:15 საუზმე მზადაა...
თავდაპირველად, შვილს ელექტრონული საათის მუშაობის წესი გააცანით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადით ციფერბლატებსა და ისრებზე. 

თამაშები დროის შესამეცნებლად:



აუხსენით, რომ წრე 24 საათს გამოსახავს, დაეხმარეთ დღისა და ღამის დროის განსაზღვრაში და უთხარით, რომ დიდი ისარი ამ პერიოდში ორჯერ ასწრებს სრული წრის გავლას. 

მიეცით საათი, რომლის ისრების ტრიალსაც თავად შეძლებს და სთხოვეთ, გაჩვენოთ ადგომის, საუზმისა თუ თამაშის დრო. თქვენივე შექმნილ, თუნდაც კარდონის საათზე, მოუნიშნეთ წუთობრივი ინტერვალები სხვადასხვა ფერით და მათი აღქმა გაუმარტივეთ.

განსაზღვრეთ წუთების მნიშვნელობა და საათზე პატარა ისრის მოძრაობის სიხშირე. პლაკატზე ელექტრონული საათის პარალელურად, გამოსახეთ დრო ისრებით.

აჩუქეთ პატარას ხელის საათი და დროის შემეცნების პროცესი გაუხალისეთ. თავისუფალ დროს, სხვადასხვა კითხვითა და თამაშ-თამაშით მიღებული ცოდნა გაუღრმავეთ და პრაქტიკაში გამოყენება ასწავლეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება