სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ფორესტ გამპი - ნიჭიერი, მაგრამ იდიოტი კაცის ისტორია
07-09-2018
-
+


ადამიანი პირველივე წინადადებაში რომ გიტყდება იდიოტი ვარო, მის მიმართ როგორ უნდა განეწყო? ან თუ იდიოტია, იმას როგორ ხვდება, რომ იდიოტია? 

ამჯერად უინსტონ გრუმზე და მის „ფორესტ გამპზე“ უნდა გესაუბროთ. გრუმის ყველაზე ცნობილი წიგნი 1986 წელს გამოიცა. წიგნს დიდი წარმატება ჰხვდა წილად. მოკლედ რომ აღვწეროთ, წიგნში ერთდროულად ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ამერიკული ოცნების განსახირება და მკვეთრი სატირაა მოცემული. უფრო ვრცლად კი... 

ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს, თან რამდენჯერმე. ამას შესაძლებლობებთან ერთად დიდი გამბედაობა სჭირდება. აბა წარმოიდგინეთ, თუ როგორი მამაცობაა საჭირო კოსმოსური ხომალდით გაფრინდე მაიმუნთან ერთად, ნამდვილად ერთი ან ორი თუ შეძლებდა ვიეტნამის ომის დროს დაკარგული მებრძოლის ძებნას და შემდგომ მისი ოცნების რეალობად ქცევას, სკოლაში ფეხბურთის თამაშიც განსაკუთრებულ გამბედაობას საჭიროებს, მაშინ როცა იდიოტი ხარ და მხოლოდ სირბილი შეგიძლია. 

ფორესტ გამპი უცნაური კაცია. მას შეუძლია ერთი დოლარის სანაცვლოდ მთელი დღე მიწა ზიდოს, ჩინეთში პინგ-პონგი ითამაშოს და ჩინელების ბელადი დახრჩობას გადაარჩინოს, კრევეტების მილიონიანი ბიზნესი მიატოვოს მხოლოდ იმიტომ, რომ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილს შეხვედრებზე სიარული ეზარება. 

ფორესტი არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ფიზიკურადაც განვითარებული კაცია. მისი ძალისა და სიმაღლის თვით სამსონსაც კი შეშურდება. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა ფორესტს საკუთარი თავის სრულად რეალიზება არ შეუძლია. მიზეზი მარტივია, ის იდიოტია. თუმცა, ეს ზედმეტად უხეშად ნათქვამია, ფორესტს არ ესმის ზოგიერთი „მარტივი ჭეშმარიტება“, რომელიც ჩვენ სასაცილოდაც კი არ გვეყოფა. მაგალითად მას ვიეტნამის გამოვლის შემდეგაც კი ვერ გაეგო რისთვის ხოცავდნენ ერთმანეთს ასეთი სიხარულით ამერიკელები და ვიეტნამელები. ამის კეთებას განა არ ჯობდა ერთმანეთის წინააღმდეგ ფეხბურთი ეთამაშათ და ისე გაერკვიათ ყველაფერი? 

ფორესტის ისტორია მეოცე საუკუნის ამერიკის 70-80-იანი წლების ახალგაზრდების ფსიქოლოგიური დრამაა. წიგნში აქტუალური თემებია წამოჭრილი, ვიეტნამის ომი და მისგან გამოწვეული იმედგაცრუება, რომელმაც ამერიკაში დიდი საპროტესტო ტალღა წარმოშვა, შიდსის პირველი ეპიდემია და ასე შემდეგ. 

საბოლოო ჯამში, წიგნი ერთი კაცის ისტორიაა, რომელიც იდიოტი არასდროს იქნება. იდიოტობა ხომ მოსაწყენია, მას კი ასეთი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. 

დანარჩენი კი მკითხველისთვის მომინდვია. ამისთვის კი უნდა წაიკითხოთ გამპი, ფორესტ გამპი... 

1994 წელს ამერიკელმა რეჟისორმა რობერტ ზემეკისმა ამ ნაწარმოების მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ფილმმა არაერთ პრესტიჟულ ჯილდოსთან ერთად ოსკარიც მოიპოვა, კინო აკადემიის 6 ნომინაციაში. ფილმში ტომ ჰენქსი და რობინ რაითი თამაშობენ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება