სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ, ეტალონი

''განსაკუთრებით ჩემი მონატრებული დედიკოს სიხარული მიხარია'' - რას ჰყვება ''ეტალონელი'' გაგა აბულაძე
26-12-2016
-
+


''თერჯოლის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს სიქთარვის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გაგა აბულაძე დაეუფლა (72 ქულა). როგორც Etaloni.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, გამარჯვება მისთვის საკმაოდ მოულოდნელი და ემოციური იყო: 

''მეშინოდა რომ ცუდად გამოვიდოდი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. თავიდან რომ გამომაცხადეს სამეულში, ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ როცა თქვეს ჩემი სახელი ძალიან  ემოციური იყო ეს ყველაფერი. მინდოდა ამ პროექტში ჩემი თავი გამომეცადა. ველოდები მესამე ტურს, რომ წარმოვაჩინო საკუთარი თავი.  

მიხარია, რომ ჩემი წარმატებით ბევრი ადამიანი გავახარე. განსაკუთრებით ჩემი მონატრებული დედიკოს სიხარული მიხარია. ვპირდები მას, რომ ყოველთვის გავახარებ ჩემი კარგი ქცევითა და სწავლით. მინდა, ამ პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო. ჩემი სკოლის დიდი ძალისხმევაც მინდა აღვნიშნო ჩემს წარმატებაში.  

მთელ რაიონს ვუხდი მადლობას და განსაკუთრებით, რაიონის დეპუტატს, ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვების გამო ფულადი ჯილდო გადმომცა. ვემზადები ,,ეტალონის“ დიდი თამაშისთვის და მინდა, იქაც წარმატებული ვიყო."
 

1.   რას ნიშნავს იყო ‘’ეტალონის’’ გამარჯვებული?

- ბედნიერებაა ჩემთვის, ვიყო ,,ეტალონის“ გამარჯვებული, დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. და რაც ყველაზე  მთავარია, სტიმულია ჩემთვის მომავალი წარმატებებისა.

2.   რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ‘’ეტალონის’’ შემდეგ?

- ''ეტალონმა'' საშუალება მომცა, შესაძლებლობები წარმომეჩინა. ძალიან  კარგი შეგრძნებაა, როცა გამარჯვებულის ტიტული გაქვს, როცა უამრავი ადამიანი გილოცავს. თავდაჯერებული არ გავმხდარვარ. ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ.

3.  როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- დილით ვიღვიძებ და ვემზადები ჩვეულებრივად სკოლისთვის. ვესწრები გაკვეთილებს, ვარ ყურადღებით. სახლში დაბრუნებული ვამზადებ შემდეგი დღის მასალას და ცოტას ვეხმარები ოჯახის წევრებს.

4.  რა დამატებითი ღონისძებებით ხართ დღის განმავლობაში დაკავებული?

- ძირითადად კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობ და განტვირთვისთვის სათამაშოდ მეგობრებთანაც დავდივარ.

Etaloni.ge სიქთარვის სკოლის დირექტორს ია კვატაიას გაესაუბრა. მისი თქმით, გაგა აბულაძე გონიერი და მონდომებული ბავშვია: 

"გაგა აბულაძე წარმატებული მოსწავლეა. მით მეტად გვესახელება, რამდენადაც მერვეკლასელია და მასზე გაცილებით დიდებთან უხდებოდა პაექრობა. გაგა გონიერი და მონდომებული ბავშვია, დაკვირვებული და მიზანდასახული. ადვილად უღებს ალღოს ყველა სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდება და არ გამკვირვებია, როცა იგი ამ ტიტულის მფლობელი გახდა. გაგას დედა საქართველოში არ იმყოფება...მით მეტადაა დასაფასებელი გაგას თავდადება. ძალიან ვწუხვარ, რომ გამარჯვების  წუთებში მის გვერდით არ ვიმყოფებოდი. მე და ჩემი ამერიკელი მოხალისე ტრენინგებიდან ვბრუნდებოდით ქობულეთიდან. გზაში შემატყობინეს. მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც განვიცადე."


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება