სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

იქ, სადაც მეორე სახლია - უბისის საჯარო სკოლის მოსწავლე საყვარელი სკოლის კედლებში გვამოგზაურებს
27-08-2018
-
+


Etaloni.ge-ს შემოქმედებით ინიციატივას მრავალი მოსწავლე უერთდება.

ამჯერად უბისის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი რუსუდან ლურსმანაშვილი გვამოგზაურებს საყვარელი სკოლის კედლებში.


„Etaloni.ge-ს საზაფხულო ინიციატივის საშუალებით, გაგიზიარებთ იმ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც უბისის საჯარო სკოლასთან მაკავშირებს. ჩემთვის სკოლა „ცოდნის სახლია“, სადაც ბავშვები განათლებას ვიღებთ და მომავალი ცხოვრებისთვის ვემზადებით.

ჩემი სკოლის ყველა კუთხე-კუნჭული მიყვარს. შესასვლელი კარი, დერეფნები და საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, სადაც ჩემი საყვარელი და ღვაწლმოსილი პედაგოგები იყრიან თავს. ახლა ზაფხულია, თითქოს, ყველა მოუთმენლად ველოდებით ხოლმე არდადეგებს, არადა მუდმივად მაქვს მონატრება, ჩემი მეორე სახლის, ჩემი საუნჯის. მასთან ბევრი ლამაზი მოგონება მაკავშირებს პირველი კლასიდან.

გამოგიტყდებით და ჩემი სკოლა ზამთრობით უფრო დახვეწილი და ლამაზია, როდესაც თეთრ ნაბადშია გახვეული.

ულამაზეს სოფელ უბისაში ჩემთვის მთავარი ღირსშესანიშნაობა ჩემი სკოლაა, რომელიც ყოველთვის კეთილი იმედებითა და აღტაცებით მემახსოვრება.“

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება