სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

რის შესაძენად სჭირდებოდა ასტრიდ ლინდგრენს „პეპი გრძელწინდას“ ჰონორარი - უცნობი ისტორიები
31-08-2018
-
+


რთულია წარმოიდგინო სამყარო საბავშვო წიგნების გარეშე. იყო საბავშვო მწერალი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან გიწევს დაწერო ყველაზე სათუთი და საყვარელი არსებებისთვის, რომლებმაც წიგნების დიდ სამყაროში სწორედ ამ წიგნებით უნდა შეაბიჯონ. 

საბავშვო ლიტერატურა მსოფლიოს წიგნების განუყოფელი ნაწილია და საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მეხსიერების კუნჭულებში საოცარი მოგონებები დატოვეს. და ამ ლამაზი წარსულის გამო ჩვენ 50 წლის მერეც დაუფიქრებლად გავყვებით ალისას საოცრებათა ქვეყანაში, ჩარლისთან ერთად დავათვალიერებთ შოკოლადის ქარხანას და მეასეჯერ ჩავირიცხებით ჰოგვორტსში. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის ემოციაა, რომელსაც ჯერ მშობლები, მეგობრები და ახლობლები გვიზიარებენ რჩევის სახით და შემდეგ უკვე წიგნის კითხვისას, მთელი არსებით ერთვები პერსონაჟების თავგადასავლებით დახუნძლულ სამყაროში. 

სტატია ამჯერად არა წიგნებს, არამედ მათ შემოქმედებს ეხება, რომლებაც შექმნეს ჩვენი და ქმნიან ჩვენი შვილების ბავშვობას. 

როცა საუბარი საბავშვო ლიტერატურას ეხება, თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა მწერალი გაგვახსენდება, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ ბავშვური სამყაროს ყველაზე დიდი შემოქმედი და საყვარელი მწერალი შვედი „საბავშვო ლიტერატურის დედა“ ასტრიდ ლინდგრენია. 

შვედმა მწერალმა მსოფლიო ლიტერატურას არაერთი დაუვიწყარი პერსონაჟი აჩუქა, რომლებთან ერთადაც წლების მანძილზე ვიზრდებოდით. კარლსონი, პეპი, ემილი, ძმები ლომგულები, კუნძულ სალტკროკას ბინადრები, ყაჩაღი რონია და კიდევ ბევრი სხვა გმირის შემქმნელ ქალბატონს ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადალხვა მოუწია. მისი სამწერლო ასპარეზის დაწყება ქალიშვილს, კარენს უკავშირდება, როცა სიცხიანი შვილისთვის მწერალს ისტორიის მოგონება მოუხდა და ასე შეიქმნა პეპი - ყველაზე ცელქი და ონავარი გოგო მთელ მსოფლიოში. 

თავისი ცხოვრების დეტალები ასტრიდმა ავტობიოგრაფიულ წიგნში „ბავშვი ჩემში“ აღწერა, სადაც წერდა თუ როგორ ელოდებოდა „პეპი გრძელწინდას“ დაბეჭდვას, რათა ახალი ფეხსაცმელი ეყიდა. ახტაჯანა პეპის ცხოვრებამ პირველი გამომცემელი ვერ მოხიბლა, მაგრამ დარედაქტირების შემდეგ ასტრიდმა ხელნაწერი უფრო გავლენიან გამომცემლობებს გადაუგზავა და დაელოდა... 

პეპის უზადო წარმატება ხვდა წილად, შეიცვალა ასტრიდის სოციალური ცხოვრებაც და პეპის შემდეგ შეიქმნა კიდევ 50-მდე პერსონაჟი თუ გმირი და მათი ისტორიები. 

„ერთხელ ვიღაცამ გამოთვალა, რომ თუ ჩემი წიგნების ყველა ეგზემპლარს ვერტიკალურად დაალაგებენ, 175-ჯერ უფრო მაღალი გამოვა, ვიდრე ეიფელის კოშკი. ამიტომ ხშირად მიწოდებენ ეიფელის კოშკზე 175-ჯერ დიდს. ეს ზოგჯერ სასიამოვნოა, ხანდახან კი - არა. უბრალოდ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს წიგნებს ბავშვები კითხულობენ და იხალისებენ. გულიანად უნდა წერდე და ყველაფერი გამოვა. არ უნდა მოიტყუო“ - წერდა მწერალი.  

ვისაც ერთხელ მაინც წაგიკითხავთ მისი წიგნები, მიხვდებით, რომ მწერალი არასდროს იტყუებოდა. ის წერდა სინამდვილეზე, რეალურ ამბებზე, სევდიან თუ მხიარულ დასასრულებზე, ბავშვებზე და მათდამი სიყვარულზე, რომელმაც აქცია კიდეც ასტრიდ ლინდგრენი მათ საყვარელ მწერლად. მისთვის მოთხრობილი თითოეული ისტორია, ხუმრობა თუ ზღაპარი მისი წიგნების შემადგენელ ნაწილებად იქცა. ზუსტად იმ წიგნების, ბავშვობა რომ შეგვიქმნა და არა მხოლოდ. 

ასტრიდზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ახლა იმის დრო მოვიდა, რომ ჩვენს საბავშვო ბიბლიოთეკასთან მივიდეთ, ასტრიდის წიგნები მოვძებნოთ, გადავშალოთ და ვიპოვოთ ის ბავშვი, რომელიც ჩვენში ცხოვრობს, მაგრამ გაზრდა არ უნდა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება