სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დათო მიქელაძე - მეწარმე მოსწავლე, რომელმაც სოფელს და სკოლას საკუთარი პროექტებით მნიშვნელოვანი სიახლეები შესძინა
22-08-2018
-
+


სამეწარმეო საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი გზაა. ბიზნესით დაინტერესება კი სასკოლო ასაკიდან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე ამ დროს მეტ ინფორმაციას იღებს და იმ გზას გადის, რომელიც წარმატებულ მეწარმეს სჭირდება.

იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დათო მიქელაძე ამ სფეროთი არამხოლოდ დაინტერესებულია, არამედ უკვე მნიშვნელოვანი წარმატებებიც აქვს. მის მიერ დაწერილი პროექტებით სოფელში სანაგვე ყუთები განთავსდა, სკოლამ კი სპორტული ინვენტარი შეიძინა. 

როგორც Etaloni.ge-ს დათოს დედამ, ლილი ხიმშიაშვილმა განუცხადა, მოსწავლე ნიჭს ყველა მიმართულებით ავლენს, თუმცა სამეწარმეო საქმიანობა განსაკუთრებით იზიდავს და ოჯახს შეძლებისდაგვარად გვერდით უდგას: 

„დათო მუდმივად სხვადასხვა იდეაზე ფიქრობს და მუშაობს. სახლში საოჯახო ბიზნესიც გვაქვს, რომელშიც აქტიურად გვეხმარება. ნიჭს ავლენს ყველაფერში, რასაც ხელს კიდებს. მის მიერ მოგებული პროექტით სოფელში სანაგვე ყუთები განთავსდა, სკოლაში კი სპორტული ინვენტარი შევიდა.“

Etaloni.ge დათო მიქელაძესაც დაუკავშირდა. მოსწავლის განცხადებით, უკვე მოგებული პროექტების პარალელურად, მრავალი ბიზნესიდეა აქვს, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებს:

„ბევრი იდეა მაქვს. მაგალითად, ჩვენს სოფელში თავისუფლად შეიძლება ტურიზმის განვითარება და ამასთან დაკავშირებით პროექტის დაწერა მინდა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საოჯახო ტიპის სასტურმოების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს, სახლებს მოაპირკეთებენ და ა.შ. 

2014 წელს მონაწილეობა მივიღე შუახევის მერიის მიერ გამოცხადებულ პროექტში „ჩემი სოფელი“, სადაც მეორე ადგილი ავიღე. 

2017 წლის სექტემბრიდან აქტიურად ჩავერთე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ მიერ გამოცხადებულ პროექტში „ტოლერანტობის მისიონერები“, რისი საშუალებითაც ავიმაღლე ცოდნა სეკულარიზმის, ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის შესახებ. ტრენინგი შედგებოდა 3 გასვლითი კურსისგან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა. აქედან აღებული ცოდნა გავუზიარე ჩემს თანატოლებსაც და მეც მოვაწყვე რამდენიმე ტრენინგი შუახევის რამდენიმე სკოლაში. 

2018 წელს მონაწილეობა მივიღე ახალგაზრდა ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება ICSU-ს პროექტში, რის შედეგადაც შუახევის მენეჯერის პოზიცია მიჭირავს და ბავშვების ბანაკებში მონაწილეობის საქმეს ვემსახურები. სწორედ აქ დამებადა იდეა მაღალმთიან რეგიონებში საოჯახო ტიპის სასტუმროსა და სხვადასხვა ნედლეულის მიმღები ქარხნის შესახებ. ამავე წელს ჩავერთე ისევ „მწვანე სექტორის“ მიერ გამოცხადებულ პროექტში - „ევრო 2018“, რის ფარგლებშიც ამავე წლის 28 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე მონაწილეობას მივიღებ ტრენინგში და მიღებულ ცოდნას ჩემს თანატოლებს გავუზიარებ.

რაც შეეხება გამარჯვებულ პროექტებს, 2015 წელს პირველად მივიღე მონაწილეობა „ევროპის ფონდის“ მიერ გამოცხადებულ პროექტში, სადაც დავწერე პროექტი სოფელში ნაგვის ურნების განთავსებასთან დაკავშირებით. ჩემმა იდეამ არ გაიმარჯვა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დავყარე და მეორე წელს ამ პროექტის უფრო გაუმჯობესებული ვერსია წარვადგინე უკვე მეორე პროექტთან ერთად, რომელიც სკოლაში სპორტული ინვენტარის შეძენას ეხებოდა. საბედნიეროდ, ორივე პროექტი დამტკიცდა. შედეგად, სოფლისთვის სანაგვე ყუთები, ხოლო სკოლისთვის სპორტული ინვენტარი შევიძინეთ.“ 

მოსწავლის თქმითვე, სამეწარმეო საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის აუცილებელია და სასურველია ამით მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს:

„სწავლის გაგრძელებას ბიზნესის მიმართულებით ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ მეწარმეობა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებისთვის. საქართველოს ახალგზარდა, აქტიური ადამიანები სჭირდება, რომლებიც ქვეყანაზე უფრო მეტს იფიქრებენ.“

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება