სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

„ბაბუაჩემსაც კი უჭირს იმის გახსენება, როდის არ ამზადებდნენ მისი წინაპრები დოქსა და ქოთანს“ - შროშაში მოგზაურობის დროა
20-08-2018
-
+


Etaloni.ge-ს შემოქმედებით ინიციატივას მრავალი მოსწავლე უერთდება.

ამჯერად შროშაში გამოგზაურებთ მეთორმეტეკლასელ ანა ტალახაძესთან ერთად:

„Etalon.ge-ის საზაფხულო ინიციატივა საშუალებას მაძლევს ჩემს საყვარელ სოფელზე გიამბოთ... ადგილს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ ზესტაფონის რაიონ სოფელ შროშაში მდებარეობს, აქ ნაჩვენები კერამიკული ნაწარმი კი საკმაოდ ბევრს ნიშნავს ჩვენი სოფლის მოსახლეობისთვის. მისი არსებობა საგულისხმოა იმით, რომ დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობასა და განვითარებაში. თიხის ნაკეთობების დამზადება ჩვენთან საკმაოდ ძველი ტრადიციაა, ბაბუაჩემსაც კი უჭირს იმის გახსენება, როდის არ ამზადებდნენ მისი წინაპრები კეცს, დოქს, ქოთანსა და სხვა ნაკეთობებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა თიხის დამზადების ტექნოლოგია და გაიზარდა ხარისხი.

რაც შეეხება ზაფხულს, ზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც ყველაზე ხშირად მიწევს სოფელში ყოფნა, აქ ვხვდები განსხვავებული ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანებს, მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ასე რომ, ჟრიამულში ვატარებ ზაფხულს და მინდა, ეს სილამაზე გაგიზიაროთ.“

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება