სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, კონკურსი

ჩოხა-ტაური - იქ, სადაც კულტურა იბადება, თქვენი საზაფხულო მეგზური ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეა
20-08-2018
-
+


Etaloni.ge-ს შემოქმედებით აქტივობას მრავალი მოსწავლე უერთდება.

ლაითურის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი მარიამ ჩხარტიშვილი Etaloni.ge-ს  გამორჩეულად აქტიური საზაფხულო მეგზურია, ამჯერად ის ჩოხატაურში გამოგზაურებთ:


„გურიის გულს ეძახიან ჩოხატაურს, ამ არც თუ ისე დიდ რაიონულ ცენტრს. გულს რატოომ? იმიტომ, რომ აქ უამრავი ღირსშესანიშნავი და საინტერესო ადგილია თავმოყრილი. თუნდაც ის, რომ კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამუროს სტატუსს მიიღებს, ნაბეღლავმა კი უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიო ბაზარზე. მე-6 საუკუნით თარიღდება წმინდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს მამათა მონასტერი, მე-9 საუკუნით კი ერკეთის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღეს დედათა მონასტრის სტატუსს ატარებს. ამ პატარა რაიონში იმდენი კოლორიტი ადამიანი დაბადებულა, რომ სახელისა და დიდებისთვის ესეც ეყოფა. ყველასათვის საყვარელი ნოდარ დუმბაძე, თავისი განუმეორებელი გმირებითა და სხარტი იუმორით. ანას თვალით დანახული საქართველო ხომ მართლაც სხვა არის: სადაც ქარი ნანას გიმღერის, ზღაპარს კი ჭადარი გიამბობს,  თუთა კი წელზე ხელს მოგხვევს და ჩვენც ვრწმუნდებით, რომ სხვა საქართველო მართლაც არსად არ არის. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ნინო რამიშვილი, რომელსაც მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა. უნიჭიერესი ოთარ რამიშვილი.... ღირსეული გაგრძელება აქვს დიად წარსულს. ჩოხატაურის ცენტრში არსებული კულტურის სასახლე მასპინძლობს დიდ სუხიშვილებს, განუმეორებელ ერისიონს, თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფებს, ნიჭიერ მომღერლებსა და მსახიობებს. ისატორია, ტრადიცია, კულტურა, კრიმანჭული, ჩხავერი, იზაბელა, ზურიკელა.... ჩოხა-ტაური. „ამაზე მეტი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი.“

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება