სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

ქართველი პედიატრი ცნობილი კურორტის შესახებ საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს - „ნაწლავური ინფექცია არ დააყოვნებს“
14-08-2018
-
+


ყველასთვის საყვარელი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, რომელსაც ქართველი მშობლები  ხშირად ექიმ ევგენი კომაროვსკისაც ადარებენ, საქართველოს ერთ-ერთ ცნობილ კუროტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მანგლისი, რომელიც უნიკალურ კურორტად ითვლება, დღეს ნაწლავური ინფექციის წყაროა:

„ერთი კითხვა მაქვს, იქნებ იცით და მიმალავთ? თეთრიწყაროს რაიონი კვლავ არის საქართველოს რუკაზე თუ მოკვეთილია და ანათემას გადაცემული? რა დააშავა ასეთი, რომ არცერთ დროს, არცერთ ხელისუფლებას არც კი გამოუხედავს აქეთ, ყოველთვის უპატრონო იყო და ასეც დარჩა...მოწყვეტილია ეს სამოთხე ადგილი (კერძოდ მანგლისი) არსებულ რეალობას...

არა წყალი, არა გაზი, არა ინტერნეტი, მზესაც მობეზრდა ეტყობა ცივილიზაციის ნიშანწყლის გარეშე დატოვებული ტერიტორიების გაბრწყინება და ამოეფარა ერთი კვირაა ღრუბლებს. საშინელმა სიცივემ მთლად წაგვლეკა, არადა ასწლოვანი ფიჭვნარი ტყე, ალგეთის ხეობა, ულამაზესი სანახავი, ჟანგბადით გადაჯერებული გარემო და ამ დროს. ტყეში, იქვე, საცხოვრებლებთან გადასროლილი კანალიზაციის მილები, ლაღად მორბენალი ბავშვები, აზრზე რომ არ არიან, ხანდახან თავის პატარა ტოტოს რომ წატორავენ ხოლმე შიგ და მშობლების რისხვის მოლოდინით გულგახეთქილები პატარა თათოებით ირეცხავენ ფეხსაცმელს, რომელსაც მერე პირისკენ გააქანებენ და ნაწლავური ინფექციაც არ დააყოვნებს... სად ვართ, სად ვცხოვრობთ, მერამდენე საუკუნეა.. მანგლისში სტუმრად ჩამოსული ტურისტები 2 დღეში თავქუდმოგლეჯილები გავარდნენ დისკომფორტის გამო, არადა რა საკურორტო ზონაა...რამდენჯერ დავწერე, თუმცა ვერ ვიტყვი, წყალგაყვანილობასთან დაკავშირებით შეჭმული მილიონების გამო დაუჭერიათ ხალხი, მაგრამ რა...

კვლავ ლოდინი უკუნითი უკუნისამდე, ისე ეს სუფთა ჰაერი და ზოგჯერ „სურნელოვანი" სიო კი მირჩევნია ტყვიის ღრუბელს, CO-ს და NO-ს, აკი სულ ვსაუბრობთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე! აი, ბატონო, ორი უკიდურესობა, გააკეთეთ არჩევანი... შვებულებაც დამთავრდება, ბავშვის დასვენების ამოწურვის შემდეგ, კომფორტულ, ცივილურ გარემოშიც წავალ დასასვენებლად, მაგრამ ამ ჩვენ ქვეყანას რატომ არ უნდა ეშველოს...

სტაგნაციის ხანაში ვართ? გულის ტკივილი მაწერინებს, მიყვარს ეს ქვეყანა, ვერსად ვჩერდები დიდხანს, 15 წელი ვიცხოვრე უცხო ქვეყანაში, რომელიც ამოშლილია ჩემი ცხოვრებიდან. კიდევ არ ვკარგავ იმედს, გელოდებით, მომავალ ზაფხულს იმედია დაჭერილი ხალხის ნაცვლად ცენტრალური წყალგაყვანილობა, გაზი და კიდევ მრავალი კომფორტი დაგვხვდება." - წერს ინგა მამუჩიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება