სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

ბავშვი და კონდიციონერი - ექიმი კომაროვსკის წესები
24-07-2018
-
+


კონდიციონერის მავნებლობაზე უამრავი მითი დადის. ამბობენ, რომ კონდიციონერი ბევრი დაავდების განვითარებას, მათ შორის ალერგიას იწვევს, ამიტომ ბავშვები უნდა მოვარიდოთ.

ცნობილი პედიატრის ევგენი კომაროვსკის აზრით, კონდიციონერი ბავშვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ მას სწორად მოვიხმართ. 

კომაროვსკი თვლის, რომ ბავშვის ორგანიზმს გარემოს ნებისმიერ პირობებთან ადაპტირება შეუძლია და რაც უფრო პატარაა, მით მარტივია მისთვის შეგუება. შესაბამისად, თუ ბავშვი ჩვილობიდან მიეჩვია ჰაერის კონდიცირებას „კონდიციონერისგან დასნეულების“ შესაძლებლობა ფაქტობრივად ნულის ტოლია.

„არსებობს საკმაოდ გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ კონდიციონერი ძალიან საზიანოა, საშინელ დაავადებებს იწვევს და ის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ, ბავშვები კი საერთოდ უნდა მოვარიდოთ. კონდიციონერს როგორც ცივილიზაციის ნებისმიერ მონაპოვარს აქვს პლუსები და მინუსები, მაგრამ ისინი უნდა ვიცოდეთ და გამოყენების წესი ვისწავლოთ“, - აღნიშნავს ცნობილი ექიმი.

კომაროვსკი მიიჩნევს, რომ კონდიციონერის გამოყენების რამდენიმე მარტივ წესს თუ დავიცავთ, ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს არ მივაყენებთ:

  • ჰაერის ტენიანობა გავაკონტროლოთ და აუცილებლობის შემთხვევაში დამატენიანებლები ვიხმაროთ;
  • არ დაგვავიწყდეს, რომ კონდიციონერს აქვს ფილტრები, რომლებიც რეგულარულად უნდა გამოიცვალოს ან გაიწმინდოს;
  • გამოვიყენოთ ტემპერატურის ნელი ცვლის რეჟიმი;
  • ჩართული კონდიციონერის წინ ჰაერის აქტიური მოძრაობის ზონაა. მისი გავრცელება ინდივიდუალურია (ჩვეულებრივ ორი ან სამი მეტრი) და კონდიციონერის მოდელზეა დამოკიდებული. ეს გავითვალისწინოთ და ბავშვი ჰარის მასას მოვარიდოთ;
  • შენობა რეგულარულად გავანიავოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება