სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა უჩვეულო ტრადიციებით ხვდებიან სკოლები ახალ სასწავლო წელს - ნაწილი მეორე
25-07-2018
-
+


სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. 

Etaloni.ge საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა და პირველ ზართან დაკავშირებით მათ ტრადიციებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარგო ბალასანიანი:

„სასწავლო წლის პირველ დღეს პირველკლასელებს საზეიმოდ ვეგებებით. ვულოცავთ სასკოლო ცხოვრების დაწყებას და სიმბოლურ საჩუქრებს გადავცემთ. ასევე ვუხსნით სკოლაში მოქცევის წესებს, უფროსკლასელებს კი ვარიგებთ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პატარებს დაეხმარონ.“

ტამბოვკის საჯარო სკოლის დირექტორი არაშალუის პოლოიანი:

„წელს სკოლაში 5 პირველკალსელს ველოდებით, აუცილებლად მოვუწყობთ საზეიმო დახვედრასა და მილოცვას ჩვენს პატარებს.“

შულავერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბაირამ ახმედოვი:

„წელს 36 პირველკლასელს ველოდებით. ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ ჩვენი სკოლა ავარიულია. მშობლები ღელავენ და ბავშვები სხვადასხვა სკოლაში ნაწილდებიან. ეს სკოლები შედარებით შორსაა და გზაც პრობლემად იქცა. ვიმედოვნებ, რომ სკოლა გარემონტებული შეხვდება ახალ სასწავლო წელს.“

სადახლოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი აიაზ ხუდიევი:

„ახალი სასწავლო წელი, ჩვეულებისამებრ, საზეიმო მილოცვით დაიწყება და წელს 36 პირველკლასელი შემოაღებს ჩვენი სკოლის კარს.“

იმირის საჯარო სკოლის დირექტორი ისმიხან მამედოვი:

„წელს 10 პირველკლასელს ველოდებით. მათი რიცხვი ყოველწლიურად იკლებს. ჩვენ აზრებაიჯანულენოვანი სკოლა ვართ, პატარები კი ქართულ და რუსულ სკოლებში რეგისტრირდებიან. სასწავლო წლის დასაწყისში, როგორც წესი, საზეიმოდ ვეგებებით ბავშვებს და ცხოვრების ახალ ეტაპს ვულოცავთ, მშობლებს კი მივმართავთ თხოვნით, რომ აქტიურად ჩაერთონ შვილების სწავლა-განათლების პროცესში.“

დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მუსა იუსიფოვი:

„წელს სკოლაში 24 პირველკლასელს ველოდებით. ბოლო ზარი 8 მოსწავლისთვის დაირეკა, აქედან 5 ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და მათ შედეგებს ველოდებით. ასევე ჩვენი სკოლის მიღწევად მივიჩნევ, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი 2 მოსწავლის ასპარეზობას, ორივე მათგანი ათებზე სწავლობს. რაც შეეხება პირველ დღეს, ვაწყობთ კონცერტს, სრულდება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ასე ვეგებებით ახალ სასწავლო წელს.“

კაჩაგანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აიათ გოიუშოვი:

„ჩვენს პატარა სკოლას წელს 14 პირველკლასელი შემოუერთდება. ყოველთვის ლამაზად და სასიამოვნოდ ვატარებთ პირველ დღეს. პატარა მოსწავლეები მეცხრეკლასელებს შემოჰყავთ საკლასო ოთახში. აქ პირველკლასებელსა და მათ მშობლებს ვესალმებით. საზეიმოდ ირეკება პირველი ზარი.“

ქესალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადინ ისმაილოვი:

„წელს ჩვენი სკოლა „მილენიუმის“ პროგამით გარემონტდა და 40 პირველკლასელს ახალ შენობაში, ახალი განწყობით, გრანდიოზული ღონისძიებით შევეგებებით. რესურსვენტრისგან უკვე მივიღეთ ნოუთბუქები, რომლებსაც პირველ დღეს გადავცემთ ბავშვებს.“

დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლის დირექტორი ზამირ იბრაგიმოვი:

„წელს 10 პირველკლასელს ველოდებით. მინდა, პირველი დღე ისეთივე ლამაზი იყოს, როგორც წინა წლებში. აუცილებლად მოვაწყობთ საზეიმო დახვედრას.“

ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაგარამ ხალილოვი:

„13 პირველკლასელს ველოდებით ამ წელს. აუცილებლად საზეიმო დახვედრას მოვუწყობთ ჩვენი სკოლის პატარებს.“

ახკერპის საჯარო სკოლის დირექტორი როზა ავაქიანი:

„ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებითა და ამაღლებული განწყობით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. სექტემბერში 6 პირველკლასელს ველით. მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან რაიონშია ჩვენი სკოლა და ინტერნეტის პრობლემა გვაქვს, ნოუთბუქენის გადაცემა ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო პროცესია.“

ამავე თემაზე იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება