სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

უფროსი შვილი ყველაზე მეტად „იჩაგრება“- რა უნდა გაითვალისწინონ მრავალშვილიანმა მშობლებმა
18-07-2018
-
+


ადამიანის ხასიათსა და თვისებებს გარკვეულწილად განაპირობებს ისიც, თუ მერამდენე შვილი იყავით თქვენი მშობლებისთვის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფსიქოლოგებმა და მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირველ შვილს, შუათანასა და უმცროსს ბავშვობიდანვე სხვადასხვა თვისებები უვითარდებათ, რაც გარემო ფაქტორებთან არის კავშირში და ეს თვისებები შემდგომ დიდ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. 

უფროსი შვილი -  უმეტეს შემთხვევაში არის პასუხისმებლობით აღსავსე და წესრიგის ზედმეტად მოყვარული. უფროს შვილს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, როგორც წესი, ყველაზე ადრე უწევს, რაც სტრესთან არის დაკავშირებული.

თავდაპირველად ის მშობლების ნებიერა იყო, რომელსაც ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა... თუმცა, და-ძმების დაბადების შემდეგ მალევე იცვლება ყველაფერი. მეორე ბავშვის დაბადება მისთვის „ტახტიდან ჩამოგდებას“ ჰგავს. იწყება ეჭვიანობა, სრულყოფილებისკენ სწრაფვა მშობლების სიყვარულის დასაბრუნებლად. 

მათ უჭირთ მოდუნება და ცხოვრებით სიამოვნების მიღება. უფროსი შვილები სიყვარულს ზრუნვით გამოხატავენ. ორიენტირებულნი არიან შექებაზე, მადლიერებასა და აღიარებაზე. 
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, უფროს შვილებთან შედარებით მეტი დრო გაატარონ, უსმინონ მათ და ასწავლონ ცხოვრებით ტკბობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავს ყველაზე მეტად „დაჩაგრულად“ გრძნობენ. 

უმცროსი  შვილი -  განებივრებული, ცელქი, მოქნილი აზროვნების მქონე ბავშვია, რომელსაც როგორც წესი დისციპლინასთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემები აქვს. 

მშობლების გარდა, მასზე ზრუნავს უფროსი და ან ძმა, რომელიც, მუდმივად მზად არის გასაჭირში დაეხმაროს და ხშირად მის მაგივრადაც კი იშრომოს. 

უმცროსი შვილი, გამოირჩევა კომუნიკაბელურობით, ადვილად პოულობს მეგობრებს. უმცროსი შვილების სიყვარულის გამოხატულება იმაში მდომარეობს, რომ ის საშუალებას აძლევს პარტნიორს იზრუნონ მასზე.

შუათანა შვილი - მისთვის დამახასიათებელია, როგორც უფროსი, ასევე უმცროსი შვილის თვისებები.  შუათანა შვილი იმყოფება ორმაგი ზეწოლის ქვეშ, მას თან სდევს მუდმივი სურვილი, რომ დაჯაბნოს უფროსი შვილი და აგრეთვე განიცდის შიშს, რომ მას შესაძლოა აჯობოს უმცროსმა.

შუათანა შვილები კარგი კომუნიკატორები და შუამავლები არიან, რადგან მათ მუდმივად უწევთ ურთიერთქმედება, როგორც დიდ ასევე პატარა დედმამიშვილთან. შუათანა შვილებს მძაფრად აქვთ განვითარებული სამართლიანობის განცდა და ხშირად მშვიდობის მტრედების როლში გვევლინებიან. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება