სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ცვლილებები ზოგადი განათლების კანონში შედის
09-06-2026
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. მთავრობის ინიციატივითა და განათლების სამინისტროს ავტორობით, ცვლილებების მიღების შემდგომ  სკოლები ვალდებულნი იქნებიან 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით ასწავლონ.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აღნიშნული კანონის იღების მიზეზები განმარტებით ბარათშია მითითებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ თანახმად, მიმდინარეობს სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა, რაც გულისხმობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან სახელმძღვანელოების შემუშავებას, იმ პრინციპით, რომ სახელმძღვანელო უზრუნველყოფდეს ცოდნის გაღრმავებას, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. გარდა ამისა, სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.

სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა ხორციელდება ეტაპობრივად 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს ჩანაცვლებამდე, სასწავლო პროცესში კვლავ გამოიყენება რეფორმის დაწყებამდე მოქმედი გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ - სამინისტრო) შეთანხმებული სახელმძღვანელოები.

შესაბამისად, ცვლილების პროექტით დაზუსტდდება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, როგორც სამინისტროს მიერ შექმნილი ასევე, გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები გამოიყენონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება