სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გადამზადდა 2 000-ზე მეტი მასწავლებელი და სპეციალისტი - პრემიერის ანგარიში
13-06-2026
-
+


ინკლუზიური განათლების მიმართულებით, გადამზადდა 2 000-ზე მეტი მასწავლებელი და სპეციალისტი. ამასთან, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლას დაემატა ქართული სექტორი- აღნიშნულის შესახებ პრემიერის პარლამნეტისთვის წარდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ.

შეიქმნა ტრენინგ-მოდულები დაწყებითი საფეხურის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის, ასევე, საგნობრივ ტრენინგ-მოდულებში ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების საკითხების ინტეგრირებაზე. ამასთანავე, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მაღალმთიან და ბარის შორეულ სოფლებში მივლინებულ იქნენ კონსულტანტ-მასწავლებლები.

2025-2026 სასწავლო წლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმა ბილინგვური მიდგომით ინერგება 206 (88%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე. ამ მიზნით, შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 206 სკოლის 770 ბილინგვური სწავლების სპეციალისტი. განახლდა სატრენინგო მოდულები და შეიქმნა გზამკვლევი ორენოვანი წიგნიერების განვითარებისათვის, როგორც მშობლიური ენის, ისე ბილინგვური მასწავლებლებისათვის. ასევე, 2025 წელს ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლას დაემატა ქართული სექტორი.

2026 წლიდან 22 300 ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება