სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებში კადრების დეფიციტი და ერთიანი სასწავლო პროგრამის არარსებობა... - კიდევ რა პრობლემებზე საუბრობს ომბუდსმენი
06-04-2026
-
+


სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, სკოლამდელი განათლების მიმართულებით არაერთ გამოწვევაზეა საუბარია, მათ შორის ბილინგვური განათლების, ასევე კედრების დეფიციტის მიმართულებით. 

2025-2026 სასწავლო წელს ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩაერთო 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, თუმცა „ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებულმა შეხვედრებმა ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა გამოავლინა. არაერთგვაროვანია სკოლამდელი დაწესებულებების პრაქტიკა, რაც, მათ შორის, შესაბამისი კადრების დეფიციტითაც არის გამოწვეული“.

ომბუდსმენი საუბრობს იმაზე, რომ ბილინგვურ განათლებაში ჩართული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ერთიანი სასწავლო პროგრამის არარსებობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„ბილინგვური განათლების სპეციალისტები მუშაობენ ცალკე პროგრამის მიხედვით, რომლის შესახებ ინსტრუქციებს იღებენ სსსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან, მშობლიურენოვანი აღმზრდელები კი - ცალკე პროგრამით. აღნიშნული განსხვავება პრაქტიკაში ხელს უშლის სასწავლო პროცესის თანმიმდევრულად და კოორდინირებულად წარმართვას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში ბილინგვური განათლების სპეციალისტი ბავშვებთან კვირაში მხოლოდ ორი დღის განმავლობაში მუშაობს და აქტივობებს სრულად ქართულ ენაზე ატარებს, ხოლო დანარჩენ დღეებში საგანმანათლებლო პროცესს მშობლიურენოვანი აღმზრდელი უძღვება. საგულისხმოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მომზადებულია და სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნია გზამკვლევი „წიგნიერების უნარების განვითარება ორ ენაზე“, რომელიც განკუთვნილია როგორც მშობლიურენოვანი, ისე ქართულენოვანი აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგებისთვის და მოიცავს რეკომენდაციებს ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. სამინისტროს განცხადებით, გზამკვლევის დაბეჭდვა და ბაღებში გავრცელება დაგეგმილია, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესის ერთობლივად დაგეგმვის ნიმუშებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რაც მომავალში საფუძვლად უნდა დაედოს ბილინგვური კურიკულუმის შექმნას, რომლის დანერგვაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, 2027-2028 სასწავლო წლისთვის იგეგმება.

ადრეული და სკოლამდელი განათლების კონტექსტში ასევე პრობლემურია შესაბამისი დაწესებულებების ტერიტორიული მისაწვდომობა. ამაზე მიანიშნებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების ნაწილში ბაღების არარსებობა. მაგალითად, წალკის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი, რომელიც ხელმისაწვდომია წალკის, ასევე, წალკის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში/დაბაში მცხოვრები ბავშვებისთვის. დამატებით, ასევე აშენებულია ორი საბავშვო ბაღი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ 6 სოფელში/დაბაში მცხოვრები ბავშვებისთვის. 1358 თუმცა, საგულისხმოა, რომ ახალაშენებული ორი ბაღის ამოქმედების შემდეგაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 14 სოფელში/დაბაში ბავშვებს კვლავ არ ექნებათ წვდომა სკოლამდელი განათლების აღზრდის დაწესებულებებზე. მსგავსი მდგომარეობაა სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ისეთ სოფლებში მცხოვრები აღსაზრდელებისთვის, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანია, მათი ახლომდებარე სოფლებში ტრანსპორტირება მუნიციპალურ დონეზე იყოს შესაძლებელი. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობა ბავშვებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში არ აქვთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება