| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა - პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმაც გააკეთა:
„პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. ადრე დავიწყეთ რეგისტრაციები, რაც დაკავშირებულია კიდევ ერთი ეტაპის დამატებასთან. კანონში შესული ცვლილების თანახმად, პირველ კლასში შესვლას შეძლებს მოსწავლე, ვისაც 16 სექტემბრიდან ვიდრე 31 დეკემბრამდე - ასეთი არჩევანი უკვე აღარ არსებობს“.
შესაძლებელია თუ არა ეს ზღვარი კიდევ ერთხელ გადაიხედოს? - კითხვის პასუხად, მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „მოკვლევებმა ცხადყო, ძილიანობით, ხასიათით... დაწყებული, იმ ორ კვირასაც ჰქონდა მნიშვნელობა და აისახებოდა სასკოლო მზაობაზე. ამიტომ ბავშვებს უნდა დავაცადოთ ბავშვობა“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე
დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა
სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვამაყობთ თითოეული თქვენი წარმატებით“
დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა