სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ შეძლებს ბაღებსა და სკოლებში მრჩევლად დასაქმებას - ახალი პროგრამა დამტკიცდა
16-02-2026
-
+


დამტკიცდა ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი - აკადემიური განათლების სტანდარტი, რომელიც ბავშვის უფლებების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრავს კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელ სწავლის შედეგების მინიმალურ მოთხოვნებს და ამ შედეგების მიღწევისათვის საჭირო სწავლა-სწავლების, შეფასებების მიდგომებს.

დოკუმენტის მოქმედების ვადა 7 წელია, ხოლო ბავშვის უფლებების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს პერიოდულად, მოქმედი აკრედიტაციის სტანდარტების და შეფასების პროცედურების საფუძველზე.

ბავშვის უფლებების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინას, კურსდამთავრებულები კი საქმდებიან ბავშვების უფლებადამცველებად, ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ფსიქო-სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, კულტურისა და სპორტის და ა.შ. მაგალითად, შემდეგ პოზიციებზე:

• სოციალური დახმარების კონსულტანტებად ბავშვებისა და ოჯახების, ჯგუფების, თემებისა და ორგანიზაციებისათვის, ბავშვების პიროვნულ და სოციალურ სირთულეებზე რეაგირებისათვის;

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებრივი მდგომარეობის შეფასების სპეციალისტებად;

ინსტრუქტორ-განმანათლებლებად რესოციალიზაციის აქტივობებში;

უფლებადამცველებად სოციალური დახმარების სამსახურში, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მომსახურებებში;

• სოციალური რეინტეგრაციის და ბაღის/სკოლის მრჩევლებად;

• სკოლის მედიატორებად;

• ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლად;

• კონსულტანტებად პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში;

მკვლევრებად;

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება