| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
გარდა იმისა, რომ განისაზღვრა, რამდენ ლარს მიიღებს თითოეულ მოსწავლეზე სკოლა საფეხურებისა და ბავშვთა რაოდენობის მიხედვით, დოკუმენტში საუბარია სკოლის ექიმის, ექთნის, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირისა და არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური სპეციალისტების ანაზღაურების მატებაზე:
სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ხელფასი 150 ლარი იქნება, ექიმები 960, ხოლო ექთნები 800 ლარს მიიღებენ, ბილინგვური განათლების მიმართულებით დასაქმებულები კი 1130-ს.
გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ თანხებს სამინისტრო დამატებით ჩაურიცხავს სკოლებს და ასევე დაირიცხება: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას