სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელფასები იცვლება საათობრივი და დღიური დატვირთვის მიხედვით - განათლების სამინისტროს რომელი უწყების თანამშრომლებს ექნებათ განსხვავებული ანაზღაურება
08-01-2026
-
+


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით), დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

განკარგულება ძალაშია 1-ელი იანვრიდან და ეხება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ტარიფებს:

მეთვალყურისთვის ერთ სესიაზე გათვალისწინებულია 40.25 ლ, პასუხისმგებელ პირზე - 102.50, გამსწორებელზე - 80.53;

თარჯიმნები 1800 სიმბოლოზე, 32.95 ლარს მიიღებენ, რედაქტორები 300 სიტყვაზე - 32.95-ს, ხოლო საპრეტენზიო კომისიის წევრი/თავმჯდომარე 252.9 ლარს, პირველ დღეს და 166.4-ს შემდეგ დღეზე.

ბრაილის სპეციალისტის დღიური ხელფასი 80.55 ლარი იქნება, ტექნიკოსის (მოსმენის დავალებების ჩაწერა/მონტაჟი) ანაზღაურება 1 საათში  40.25 ლ, ოპერატორი კი 4 საათში 36.6 ლარს მიიღებს.

რაც შეეხება ექსპერიმენტული ტურის სპეციალისტს (ფიზიკა, ქიმია), დღიური ხელფასი 92.25 ლარს შეადგენს.

ცხრილი იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება