| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა შობას ზეიმობს - ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების დამახასიათებელი ტრადიციების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ, სამაგიეროდ გაგაცნობთ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს შობის დღესასწაულის შესახებ:
ინგლისური სიტყვა Christmas წარმოადგენს ორი სიტყვის გაერთიანებას: Christ, რაც ნიშნავს მესიას და mass, რაც ნიშნავს ევქარისტიას, ანუ უფლის სერობას.
მსოფლიოში შობას, ძირითადად, 25 დეკემბერს აღნიშნავენ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აგრძელებს შობის აღნიშვნას ე. წ. ძველი სტილის მიხედვით − 7 იანვარს. ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი მართლმადიდებლური ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს, რომელიც იულიუს კეისარმა შემოიღო. ევროპამ, დაახლოებით, 500 წლის წინ თქვა უარი ამ კალენდარზე მის ცდომილებათა და უზუსტობათა გამო და 1582 წელს გადავიდა უფრო ზუსტ, გრიგორიანულ კალენდარზე. იულიუსის კალენდრის მიხედვით, შობა ემთხვევა 7 იანვარს, ხოლო ახალი წელი − 14 იანვარს.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერა Carol of the Bells დაწერილია უკრაინელი მუსიკის მასწავლებლის, ნიკოლაი ლეონტოვიჩის მიერ 1901 წელს.
სიტყვა Noel, რომელიც ხშირად გამოიყენება ინგლისურ ენაზე დაწერილ საშობაო სიმღერებში, ფრანგულად „შობას“ ნიშნავს.
ბავშვებისთვის საშობაოდ საჩუქრების ჩუქების ტრადიცია წარმოიშვა ბიბლიური ისტორიიდან, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა ყრმა იესოს ძღვენი მიართვეს.
საყოველთაო შეხედულების მიუხედავად, ბიბლიაში არ წერია, რომ მოგვები სამნი იყვნენ.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ისეთებში, როგორებიცაა – საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია, საშობაოდ საჩუქრებს მხოლოდ ბავშვები როდი იღებენ, სახელმწიფო ყველა დასაქმებულისათვის უზრუნველყოფს საშობაო ბონუსს, რომელიც თვიური ხელფასის ტოლია.
საშობაოდ ნაძვისხის დადგმისა და მორთვის ტრადიცია წარმოიშვა გერმანიაში პროტესტანტული რეფორმაციის დროს. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სწორედ მარტინ ლუთერი იყო პირველი, ვინც სახლში მარადმწვანე ხე დადგა და ის ხილითა და სანთლებით მორთო.
სანტა-კლაუსის თანამედროვე წითელი კოსტიუმი მე-20 საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოიგონა კომპანია Coca-Cola-მ.
სანტა-კლაუსს მე-4 ასწლეულის მქადაგებლის, წმინდა ნიკოლასის პატივსაცემად დაერქვა ეს სახელი. ნიკოლასმა, რომელიც მდიდარ ოჯახში დაიბადა, ქრისტიანობაზე მოქცევის შემდგომ ღარიბებს დაურიგა მთელი თავისი ქონება და გახდა სახარების მქადაგებელი.
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
ანაზღაურება 2774 ლარია - კონკურსის ვადები და პირობები ცნობილია
ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
„ვულოცავთ, ანას ამ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელებსა და მშობლებს. ეს გამარჯვება ნამდვილად საამაყოა ჩვენი სკოლისა და მთელი თემისთვის!“
ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო ისეთი მარადიული ღირებულებების წარმოჩენა, როგორებიცაა სიკეთე, ერთგულება და მეგობრობა
ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ