სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამატებითი ვალდებულება საბავშვო ბაღებისთვის, რომელიც აღმზრდელებისა და მედპერსონალის მომზადებას ითვალისწინებს - დოკუმენტი
13-01-2026
-
+


2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობას, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას, განვითარების ეტაპების დარღვევის დროულ იდენტიფიცირებას...

მომსახურებაში შეიძლება ჩაერთოს 0-დან 7 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რომლის განვითარებაშიც ვლინდება სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი, აკადემიური სფეროების დაყოვნება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთი ნიშანი:

ა) აგრესიული ქცევა;

ბ) თვითდამაზიანებელი ქცევა;

გ) უჭირთ ურთიერთობების დამყარება სხვა ბავშვებთან;

დ) ნაკლებ ინტერესს იჩენენ თამაშის მიმართ;

ე) უჭირთ დასწავლა;

ვ) აქვთ მეტყველების პრობლემები;

ზ) ხშირად არიან უჩვეულოდ მოწყენილები;

თ) უჭირთ წესების გაგება და დამორჩილება;

რაც შეეხება პროგრამით განხორციელებულ აქტივობებს, ისინი ითვალისწინებს:

1. ბაღში დასაქმებული საგანმანათლებლო პერსონალის  და მედპერსონალის მომზადებას სკრინინგ-ინსტრუმენტის გამოყენებისა და მისი მნიშვნელობის, მშობლებთან კომუნიკაციის შესახებ.

2. პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრებს, სკრინინგისა და გადამისამართების მექანიზმის გამართვის მიზნით.

3. სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელის იდენტიფიცირებას საბავშვო ბაღის მიერ (რომლებსაც სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესში ჩართულობისათვის აქვთ მხარდაჭერის საჭიროება) და ადრეული განვითარების მომსახურებაში ჩართვას.

4. საინფორმაციო საგანმანათლებლო ჯგუფურ შეხვედრებს მშობლებთან.

5. ინდივიდუალურ კონსულტაციებს მშობლებთან.

6. ადრეული განვითარების პროგრამის გუნდის რეგულარულ კოორდინაციასა და კომუნიკაციას მშობლებთან, ბაღის აღმზრდელებთან და პირველადი ჯანდაცვის რგოლთან.

7. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, სკრინინგის ეტაპზე გამოვლენილი ბავშვის სიღრმისეულ შეფასებას (ბავშვზე დაკვირვება, სიღრმისეული შეფასება) და დასკვნა-რეკომენდაციის შემუშავებას; განვითარების ინდივიდუალური გეგმის (შემდგომში“გიგ“) შემუშავებას ან/და გადამისამართებას შესაბამის სახელმწიფო სერვისში.

8. გადაფასებას/ხელახალი გეგმის შედგენას ან პროგრამიდან გასვლას (ბაღიდან სკოლაში ან სხვა პროგრამაში ტრანზიციის გეგმის შემუშავება ბაღის გუნდთან ერთად);

9.ინტერვენციის განმახორციელებელი სპეციალისტისა და ბენეფიციარის ტრანსპორტირებით მომსახურებას მისამართზე.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება